ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “ბარსელონას” პრიორიტეტი “იუვენტუსის” ცენტრალური თავდამსხმელის, ალვარო მორატას შეძენაა. “ბარსაში” გადასვლის სურვილს თავად ფეხბურთელიც ინარჩუნებს.
Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის შემტევს აზრი არ შეუცვლია და, მასიმილიანო ალეგრის განცხადების მიუხედავად, თითქოს ესპანელი გუნდს არ ტოვებს, მას ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის მორგება კვლავ სურს. წყაროს თანახმად, მორატა მოხარულია, რომ ჩავი ერნანდესი საკუთარი პროექტისთვის შესაფერის ფიგურად მიიჩნევს.
Sport-ს მტკიცებით, “ბარსელონაში” იციან, რომ ესპანელის ტრანსფერი რთული იქნება, თუმცა კლუბი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.




ამას რო უნდა კაია. სამაგიეროდ ალეგრის არ უნდა. დავიჯერო ეხლა ეს დემბელესავით მოიქცევა იუვენტუსში, რო აქ გამოიქცეს? ძალიან მეეჭვება ისე რომ თუ ლაპორტა მართლა აპირებს ფულის დახარჯვას ჯობია ჰოლანდი მოიყვანოს, უამისოდ როგორმე მივაღწევთ ზაფხულს.
《○BIG ĆULE○》,
ფირმინო კი და ვერნერი რო აქ დავინახო გული დამარტყამს.
ვაფშე არაფერში გვჭირდება ეს, მოიყვანეთ ზაფხულში ჰალანდი და ეგიქნება მანამდე ლიგაზე გავიდეთ ლიჟბი.დ
ააა ისევ სურს?! კაი მაშინ 🤦🏻♂️🤦🏻♂️🤦🏻♂️ გადაფსმა თუ მოუნდება დაწერეთ ვინმე დაუჭერს
მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ მხიბლავს მორატას სტილის თავდამსხმელები, იმ იმბეცილ სლემბელეს და ფაღარათ გველპაის ორივეს ერთად აღებულს მაინც მირჩევნია, ამას სიღრმეშიც გამოიყენებ, პრესინგში და ფლანგზეც კი გაჭირვების დროს კაცი იმ ორი არარაობისგან განსხვავებით..
ტებასი და ლა ლიგა 100 მილიონს რომ უყოფენ რეალს ამაზე მეტი მადრიდისტობა სადღა უნდა გამოაჩინოს. თან ჰოლანდის ტრანსფერისთვისო სულ გამოსლევდნენ მგონი.
ლუკ დე იონგი არც ისეთი ცუდია რომ გვეგონა, საჭირო დროს იცის გატანა. სათადარიგოსთვის სეზონის ბოლომდე შეიძლება დატოვება, მორატა ადგილს კი ვერ ვხედავ. ფატის, ტორესს, დეპაის და დემბელეს ვერც ერთს ვერ ჯობია მორატა მიუხედავად იმისა რომ არც ეგენი არიან სტაბილურები.
აუ არ მინდა ამისი ტრანსფერი, ამას ჯობია ვერნერი აიყვანონ იჯარით ან ფირმინო