workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი რეალთან მატჩის შემდეგ: მოედანს თავაწეულები ვტოვებთ

ჩავი ერნანდესი რეალთან მატჩის შემდეგ: მოედანს თავაწეულები ვტოვებთ

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ესპანეთის სუპერ თასზე “რეალთან” წაგების (2-3) შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობს:

საბოლოო შედეგით დამწუხრებული და გაბრაზებული ვარ, რადგან მატჩს ვაკონტროლებდით. თავიდან ცუდად დავიწყეთ, თუმცა, როგორც კი ამის გამოსწორება მოვახერხეთ, საკუთარ თავს დავემსგავსეთ. ბევრი გავრისკე – მეტოქისთვის კონკურენციის გასაწევად სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავი.

ვფიქრობ, “რეალს” ვაჯობეთ. ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ “ელ კლასიკოში” წაგება ყოველთვის სამწუხაროა.

ბურთთან ერთად უკეთ უნდა გვემოქმედა, განსაკუთრებით, შეტევაში მყოფ ფეხბურთელებს.

მოედანს თავაწეულები ვტოვებთ.

პრეტენზიები არ მაქვს, პირიქით, ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი ვარ. – მათ თამაში სურთ და რისკს არ ერიდებიან, რითაც ვამაყობ.

ლუკ დე იონგი გუნდის ნაწილია. თუ ნიდერლანდელი თამაშობს, ე.ი. მან ეს დაიმსახურა. თუ ლუკი პროგრესს განაგრძობს, მისი მოედანზე ყოფნით დროც იმატებს.

დღევანდელ მატჩში “ბარსამ” დამატებით დროში 2-3 წააგო. კატალონიელთაგან გოლები – ლუკ დე იონგმა და ანსუ ფატიმ, მადრიდელთაგან კი ვინისიუს ჟუნიორმა, ქარიმ ბენზემამ და ფედე ვალვერდემ მოახერხეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    schedule 13 იან 2022, 12:54

    ერთადერთი კმაყოფილება ჩავისთვის ის უნდა იყოს, რომ 17-21 წლის ბიჭები ყავდა ძირითადად გუნდში, 3-4 პენსიონერი არ ითვლება. ასე მუშაობა უნდა გააგრძელოს და მერე კი ნამდვილად გვექნება სიამაყის გრძნობა.

  • Albicelecte
    schedule 13 იან 2022, 12:48

    კონტრშეტევაზე გაქცვეული გუნდის მოხრჩობაუნდა ისწავლო ჩავი, მაშინ ბოლომდე დადებ ბეჭებზე მაგ *******ბს

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 13 იან 2022, 12:48

    La Pulga10,
    რა აბდე ხალხო რა აბდე,ბრმები ხომ არ ხართ, რა მოგწონთ ამ ფაფხურა ფეხბურთელში? არაფერს სასარგებლოს არ აკეთებს 😑

  • XAVI 6-8
    schedule 13 იან 2022, 10:51

    გუშინ რაც ჩვენ ბავშვებმა ქნეს მართლაც მოგების ტოლფასია.ოქროა თაობა წამოუვიდა ბარსწლონას რაც თავისთავად მახარებს.დე იონგი ბუსი სკამზე.ნიკო გავი პედრი არანაირი ბუსკეცი და დე იონგი.დე იონგს სკამი მოუხდება თუ არა და ზაფხულში სტამბულის ბაზარზე.🙃იმედია არავინ დაგვემტვრევა კლასიკომდე და იქ უმვე ძვირად დაუჯდება ვალვეედეს გუშინ რო აფეიალა მაისური.

  • Barca1980
    schedule 13 იან 2022, 10:00

    ძალიან დიდი ხანია მე პირადად გუნდისგან ასეთი დინამიკა და ინტენსივობა არ მახსოვს . გარკვეული ეპიზოდების გარდა , ეს იყო ცოცხალი ორგანიზმი , რომელიც სწორად მოძრაობდა , გრძნობდა ტემპს და შეიძლება მთელ თამასშ აკონტროლებდა კიდეც . თამაშში სადაც არ ჩანდა მოდრიჩი და კაზემირო , ფლანგიდან სისწრაფის ხარჯზე მოგვიგეს . მაგასაც ეშველება , მთავარი იყო ის რომ ორგანიზების მხრივ ჩვენმა ნახევარდაცბამ ბევრად მაგრა ითამაშა , რაც უდავოდ ჩავის დამსახურებაა . ეჭვიც არ მეპარება , მომავალ სეზონში მონსტრი გუნდი იქნება . ბრავო მაესტრო !!!

  • sophie-gaucho
    schedule 13 იან 2022, 09:45

    ყოჩაღ ჩავი, მეორე ტაიმში სულ სხვა გუნდი გამოიყვანე ❤️ ასე გააგრძელეთ ❤️

  • EL MAESTRO 6
    schedule 13 იან 2022, 02:27

    ძაან კარგი თამაში იყო და ყოჩაღ ჩავის, შეცდომა კი იყო ტორესის სასტარტოში დაყენება მაგრამ არაუშავს, მაგარი თამაში იყო, ბოლოსკენ აშკარად თავზე ვაჯექით,თუ შევამჩნიეთ გოლები კონტრშეტევების შედეგად გავუშვით მხოლოდ, რეალს ბევრ რამეში ვაჯობეთ კარში დარტყმების გარდა, იმედისმომცემი თამაში იყო, დარწმუნებული ვერ რომ შემდეგ კლასიკოში ამათ ბერნადოუზე მივყრონჭავთ visca barca

  • Iniesta_8
    schedule 13 იან 2022, 02:24

    რეალზე უკეთ არ გითამაშიათ მარა დემბელეს მაგივრად ფეხბურთელი რომ გვყოლოდა მოვიგებდით კიდეც.

  • NEYBarca
    schedule 13 იან 2022, 02:17

    კარგი თამაში გვქონდა, მარა დროა ალბას გაყიდვის და ბუსნელის სკამზე დასმის , არა ? აშკარაა რო ფრენკი უნდა სინჯოს რამოდენიმე იგრა მაგ პოზიციაზე.

  • La Pulga10
    schedule 13 იან 2022, 02:15

    წინ შეტევაში მყოფ ფეხბურთელებში დემბელე და დეპაი იგულისხმებიან.სამი საუკუნის უთამაშებელ ფატის,რომელმაც გოლი სთხარა და ინგლისის აეროპორტიდან ახლად მოსულ ფერნას ვერაფერს მოსთხოვ.თითებ მოტეხილ არაუხოს ვერ მოსთხოვ ვინისიუსი,რატომ ვერ გააჩერეო,ანდაც პედრის უფრო უკეთესად უნდა გეთამაშაო.პედრი,ფატი,არაუხო საავადმყოფოდან ახლად გამოსულები არიან და ტიპებმა დონე დადეს და ვერავის პრეტენზია ვერ ექნება.აი დე იონგი მგონი გასაშვებია,ელემნტარულ სივრცეს ვერ ავსებდა.პედრიმ სულ ფეხი,რომ ვერ გაანძრიოს სივრცეს ითვისებს ძაან მაგრად.აბდემ იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე დემბელემ მთელ ბარსელონურ კარიერაში.ნელ-ნელა მოვიხოდებით რა დეპაის ისევ მორატა მირჩევნია :დდდდ მოაშორეთ ორივე მაგათი….ხო და ჩავის ბრავო.

  • M10 S9 D11
    schedule 13 იან 2022, 02:12

    ნამდვილად მაესტრო <3 <3

    დასანანია რო წავაგეთ მარა სიამაყის გრძნობით ვარ სავსე ისე ვისიამოვნე თამაშით

  • BaRCeLoNiSiMOo
    schedule 13 იან 2022, 02:11

    ნუ ერთადერთი ალბათ რაშიც ხავი შეცდა ( თამაშის მერე გამოჩნდა) ტორესი თავიდანვე არ უნდა დაეყენებინა, ისევ აბდე ჯობდა ყოფილიყო სასტარტოში უფრო მეტად დაღლიდა მენდის თავიდანვე და შეცვლაზე უფრო მეტს მოგვცემდა ტორესი… ისე კი მიუხედავად კლასიკოს წაგებისა ისეთი სასიამოვნო განცდა მაქვს როგორიც უკვე 2 წელია არ მქონია და მითუმეტეს მესის წასვლის მერე… ნამდვილად შეუძლიათ ამ პატარა ბიჭებს მცირე გაძლიერებით ისევ შეაზანზარონ ევროპა…

  • პავლოვიჩი56
    schedule 13 იან 2022, 02:10

    დამარცხებული და თავაწეული რა ჯანდაბაა?

  • BEQA BARCA
    schedule 13 იან 2022, 02:09

    ძააან გამაოცა ასეთმა თამაშმა. ნამდვილად არ მოველოდი ასეთ თამაშს. ყოჩაღ ჩავიი❤💙

  • RiquiPuig
    schedule 13 იან 2022, 02:08

    გავკარი ამ თასს მაგრამ პრინციპის საქმეა უკვე, მეხუთე თამაში მოგივიგეს ზედიზედ. ლა ლიგაში უნდა გადავუაროთ, მოუწევს ჩავის შუაზე გახევა და იმ თამაშის არ წაგება. სირცხვილია უკვე ტო

  • Andria
    schedule 13 იან 2022, 02:07

    წინ მიდის ბარსა და შენი დამსახურებაა ეგ ჩავი აღარავინ მიიღოს ტრამვა და მოხოდავს ჩავი მაგარ გუნდს რეალს მართლა ვჯობდით :))