ჟერარ პიკე: ესპანეთის სუპერ თასის მოგება გვსურს

ჟერარ პიკე: ესპანეთის სუპერ თასის მოგება გვსურს

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე ესპანეთის სუპერ თასზე საუბრობს:

ვფიქრობთ, კარგ გზას ვადგავართ და დღითი დღე ვუმჯობესდებით. მჯერა, რომ მეტოქისთვის კონკურენციის გაწევასა და ფინალში გასვლას შევძლებთ.

ისტორიულად, ჩვენ ყველა ტიტულისთვის ვიბრძვით. ესპანეთის სუპერ თასის მოგება გვსურს, რადგან, დიდი ხანია, ეს ტურნირი არ მოგვიგია.

შეგახსენებთ, “ბარსა” ნახევარფინალურ მატჩს 12 იანვარს, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართავს. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები ამ ბარიერის დაძლევას მოახერხებენ, ფინალში (რომელიც 16 იანვარს ჩატარდება) მათი მეტოქე მადრიდის “ატლეტიკოსა” და ბილბაოს “ატლეტიკს” შორის უძლიერესი იქნება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • me da barca
    12 იან 2022, 00:39

    ვინიციუსს პურგენი დაალევინეთ ხვალ.

  • nika 54
    11 იან 2022, 15:35

    ეს კლოუნობას ვერ გადაეჩვია? რა კარგ გზას ვადგავართ და დღითი დღე ვუმჯობესდებით? ორი დღის წინ დაკარგე ქულები გრანადასთან, და რეალი გგონია ამდენს გვაპატიებს? ფრე მაინც არ შეიძლება და 1 ბურთით წაგებას როგორმე გადავიტანთ, თუ იბრძოლეს და სიტყვაზე 3-4 ან მსგავით წავაგებთ ეს საამაყოც იქნება თუ გავითვალისწინებთ რამდენად უკეთესი შემადგენლობა ყავს რეალს.

  • ბარსა01
    11 იან 2022, 13:30

    ვერაფერსაც ვერ მოიგებთ

  • პავლოვიჩი56
    11 იან 2022, 02:12

    ციტატა: jacky iakovenko
    ამას ზმეიკიანი წაბლი არ სურს ნეტა?


    stuck_out_tongue_winking_eye

  • MARI=BARCA-fan
    11 იან 2022, 01:15

    !!!..ვინ გააჩერებს ვინისიუსს???…
    =======================
    __"ბარსას" თავკაცის მთავარი იარაღი, რომელმაც ვინისიუსი უნდა გააჩეროს, რონალდ არაუხოა.
    ურუგვაელმა მცველმა მარჯვენა ხელზე ოპერაცია სულ რამდენიმე დღის წინ გაიკეთა. ამის კვალი მას ჯერ კიდევ ეტყობა, მაგრამ ჩავისთვის მომავალი "კლასიკო" იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ რისკზე წავა.
    რონალდმა ხელის დამცავით დღეს ჩვეულებრივად ივარჯიშა. მატჩამდე კიდევ ორი სავარჯიშო სესიაა, რაც არაუხოს საშუალებას მისცემს, რომ ასე თამაშს მიეჩვიოს და ყველა შესაძლო გართულება თავიდან აირიდოს.
    ————————————
    blush ___ ჩვენი "პუიოლი 2"!!!
    შემოგევლე ჟილკიან ხასიათში!!!