“იუვენტუსს” “ბარსელონას” ნახევარმცველის, იბრაჰიმ აფელაის შეძენა სურს. “ლურჯ ბროწულისფრებმა” უკვე ოფიციალრი წინადადება მიიღეს ტურინული გუნდისგან. “იუვენტუსი” 25 წლის “ჰავბექში” 8 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, იტყობინება Mediaset.
თავდასხმის ხაზის გაძლიერების მიზნით ტურინელები “სევილიის” “ჰავბექის”, დიეგო პეროტის შეძენის ვარიანტსაც განიხილავდნენ, თუმცა ანდალუსიელები საკუთარი ფეხბურთელის დათმობას 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გეგმავენ. აღნიშნული სატრანსფერო თანხა კი იტალიელებისთვის მიუღებელია.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმ აფელაი კატალონიის “ბარსელონაში” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჰოლანდიიდან გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა ვერ მოახერხა ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება. სულ “ბარსელონას” რიგებში ჩატარებულ 28 მატჩში, აფელაიმ მხოლოდ 2 გოლის გატანა შესძლო.


