ლაპორტა თავის გარემოცვას: მომავალ ზაფხულში ჰოლანდს შევიძენ!

ლაპორტა თავის გარემოცვას: მომავალ ზაფხულში ჰოლანდს შევიძენ!

მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” მთავარი სატრანსფერო სამიზნე ერლინგ ჰოლანდი იქნება, რომელზეც კიდევ არაერთი კლუბი ნადირობს.

“ბარსაში” არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ვალების ფონზე, ნორვეგიელი ტალანტის შეძენა წარმოუდგენლად ჩანს, თუმცა, ორიოლ დომენეკის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა თავის გარემოცვასა და ნდობით აღჭურვილ პირებს არწმუნებს, რომ მომავალ ზაფხულში ჰოლანდს გაიფორმებს.

ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, ლაპორტას მიზნები პრესისთვის ამ დრომდე უცნობია, მაგრამ იგი კლუბის წევრებს ხშირად ეუბნება, რომ ერლინგის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს და ამაში ეჭვი არ ეპარება.

21 წლის თავდამსხმელს დორტმუნდის “ბორუსიასთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე წლის 30 ივნისიდან მისი ყიდვა 75-80 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • El pistolero 9
    08 იან 2022, 20:09

    სადღაც 120 მილიონი დაჯდება ეს ხელფასის გარეშე. ხელფასს სადღაც 30 მილიონს მოითხოვს ალბათ, მაგრამ მაგ ფულს მარკეტინგულად ამოვიღებთ, პლუს ამას ბარსა კვლავ ძლიერი ძალა გახდება ამასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე.

  • nikusha
    08 იან 2022, 16:57

    2023 წელს გამოსასყიდი 68 მლნ ჩამოდის

  • ჯორჯ
    08 იან 2022, 16:49

    მაზრაური თუ მოვა იმედი მაქვს გაამართლებს მაგ აქსიდან ერთს როგორ არ უნდა გაუვარდეს

  • La Pulga10
    08 იან 2022, 15:59

    მატეუ ალემანი მაგარი ტიპი ჩანს

  • me da barca
    08 იან 2022, 15:37

    საქმემან შენმან გამოგაჩინოს ჟოან!

  • nika 54
    08 იან 2022, 15:11

    ალბათ მოიყვანს, მის გარემოცვასთან პირადული-კაცური ურთიერთობა ქონია და აბა რას იზავს.