31 აგვისტოს გვარდიოლა და მაურინიო შეიძლება ჩავიდნენ შვეიცარიის ქალაქ ნიონში. როგორ ჩაივლის ეს შხვედრა და რას უნდა ველოდოთ?
ლეო მესის გოლმა შეწყვიტა ის “შეხვედრა”, რომელიც სუპერ თასის გათამაშებისას მიმდინარეობდა, თუმცა უეფა აგრძელებს სერიას და ორივე მწვრთნელი შეიძლება 31 აგვისტოს ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ. მოძველებული ტრადიციით, სწორედ ამ დღეს იმართება ფორუმი “Elite Club Coaches Forum 2011”, სადაც იკრიბებიან ევროპაში საუკეთესო გუნდების მწვრთნელები და იმართება დებატები ფეხბურთის გასავითარებლად. ორივე მწვრთნელმა მიიღო მოწვევა ამ ფორუმზე, მაგრამ მაურინიოს ჯერ თანხმობა არ განუცხადებია.
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს შედგება თუ არა ამ ორი ადამიანის შეხვედრა, რომელიც ბევრ კითხვას პასუხს გასცემს და ყველაფერი თვის ადგილზე დადგება. წინა წელს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მაურინიო მაინც მივიდა გვარდიოლასთან და ცივად ჩამოართვა ხელი. ახლა, როდესაც ტიტო ვილანოვასთან მცირე შეკამათება მოხდა, მისალმებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას (გვარდიოლას ასისტენტებთან და მომსახურე პერსონალთან განსაკუთრებული დამოკუდებულება აქვს). თუ მადრიდელთა მწვრთნელი ნიონში არ ჩავიდა, პეპისა და ჟოზეს შემდეგი შეხვედრა შდგება 10 ან 11 დეკემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე”.
ასე, რომ ნახსენებ 31 აგვისტომდე არც ისე ბევრი დრო დარჩა.


