“ლინარესთან” მატჩი “ბარსელონას” ლეგენდის, დანი ალვესისთვის კატალონიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი იყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბრაზილიელი კომენტარს აკეთებს:
“ამდენი ხნის შემდეგ კვლავ “ბარსასთვის” თამაში დიდი პრივილეგიაა. ვცდილობდი, სიამოვნება მიმეღო და თანაგუნდელებს გამარჯვებაში დავხმარებოდი.
დღეს თამაში დაცვასა და ნახევარდაცვას შორის მიწევდა. ეს ის პოზიციაა, რომელზეც ვდომინირებ. ასეთი დონის ფეხბურთელებთან ყოფნა ყველაფერს ამარტივებს.
პირველი მატჩის შემდეგ მოედანს მოგების გარეშე ვერ დავტოვებდი. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ, თავში ბევრი რამ მიტრიალებს. თასს ის მოიგებს, ვინც თავდაუზოგავად იბრძოლებს.
მეტოქეებს კონკურენცია უნდა გავუწიოთ და ვიცოდეთ, როგორ მოვიგოთ მატჩები. ბოლო წუთამდე ბრძოლა გვმართებს – მოგება ამის გარეშე წარმოუდგენელია. ამ გუნდს ტიტულები უნდა მოვუტანოთ.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. ამ ტურნირზე მოგონებების გახსენება ძალიან სასიამოვნო იყო”.
38 წლის ფეხბურთელმა, რომელიც “ლინარესის” წინააღმდეგ შეტევაში ასპარეზობდა, SofaScore-სგან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
GEO-BARCA]ხო სპრინტებს შემოგვთავაზებს შემდეგ თამაშსი 😂😂😂38 წლის კაცი აბა რას იზამ მთავარია რომ კლასი აქვს და მინგესას და დესტს ერთად აღებული ჩაიდვამს ჯიბეში გამოცდილება იმდენი აქვს სულ რომ იდგეს მაინც ბევრზე მეტს გააკეთებს !
და კიდე ეს აქ სპრინტისთვის კიარა მოტივაციისთვის მაგალითისთვსი და გასახდელში მუხტისთვისაა ასევე გამოცდილების. გასახიარებლად და იმ დებილებისთვის სასწავლებლად !!! ჩავის ასისტენტია ყველა ამ ასპექტში
ხოდა სირბილის თავი თუ არ აქვს განაპირა მცველად როგორ უნდა ითამაშოს? მარჯვენა მცველის საქმე თავკუდმოგლეჯილი სირბილია, დაცვიდან შეტევაში და შეტევიდან დაცვაში დაბრუნება რასაც 38 წლის კაცი ვერ იზავს, ეხლა დავიჯერო ეს მეტოქის შემტევს ფლანგზე დაიჭერს???
ხო სპრინტებს შემოგვთავაზებს შემდეგ თამაშსი 😂😂😂38 წლის კაცი აბა რას იზამ მთავარია რომ კლასი აქვს და მინგესას და დესტს ერთად აღებული ჩაიდვამს ჯიბეში გამოცდილება იმდენი აქვს სულ რომ იდგეს მაინც ბევრზე მეტს გააკეთებს !
და კიდე ეს აქ სპრინტისთვის კიარა მოტივაციისთვის მაგალითისთვსი და გასახდელში მუხტისთვისაა ასევე გამოცდილების. გასახიარებლად და იმ დებილებისთვის სასწავლებლად !!! ჩავის ასისტენტია ყველა ამ ასპექტში !
გადავრჩით…ბევრია სამუშაო…
ხალხო 38 წლისაა :დდ რა მთელ ფლანგზე სირბილს თხოვთ ვერ ვიგებ
რაღადროს ძველი ალვეშია, 38 წლისაა 28 ის კიარა :დ დაივიწყე ძველი ალვეში, ეს როცა გაუშვეს მაშინაც ვერ დებდა ბარსას დონეს და იმიტო გაუშვეს, ეხლა მითუმეტეს.
თავისი გამოცდილებით გარკვეულ სარგებელს მოუტანს გუნდს, მითუმეტეს როდესაც ასეთ მდგომარეობაშია გუნდი. ეტყობა ჯერ შესწევს ძალა თამაშის.
Golden boy,
რას ელოდი აბა 38 წლის კაცისგან, ცხენივით ხოარ ირბენს
ისე ბარსა მორჩა თუ არა, იმ საიტზე ეგრევე რეალის თამაში დაიწყო, მაგრამ აღარც ნერვები და აღარც ხასიათი აღარ მქონდა საყურებლად. იმედია წააგებენ.
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ამის თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ, არ დარბის ბოლომდე არ იხარჯება, ცდილობს კლასით იმოქმედოს, ასე ერთი-ორ პასს პიანიჩიც აბამს ერთმანეთზე, ვნახოთ მარჯვენა მცველის პოზიციაზე როგორი იქნება, იქაც თუ არ ირბინა კარგი დღე არ დაგვადგება.
ტიპი ადამიანი პოზიტივი და ცოცხალი ადამიანია, ძაან მაგრად მევასება❤❤❤💙
არ ვიცი ალბათ ჯერ ფორმაში არ არის, ძველი ალვეშის ნახევარიც არა.
ამან რო რეალს გაუტანის და არ წავაგოთ რა გააჩუმებს😁