workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღეს ჩავი მორატას ესაუბრა | AS

დღეს ჩავი მორატას ესაუბრა | AS

ალვარო მორატას “ბარსელონაში” ტრანსფერი რეალურია. 

AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი სახელფასო ხარჯების შემცირების შემდეგ, ესპანელს აუცილებლად დაიმატებს. ეს შეიძლება რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს, თუმცა ტრანსფერი რეალურია. წყაროს ცნობით, ჟოან ლაპორტა ჩავი ერნანდესს მორატას შეძენას დაპირდა.

ხავი მიგელი დასძენს, რომ დღეს “ბარსას” მთავარი მწვრთნელი 29 წლის ფეხბურთელს ესაუბრა. ჟურნალისტმა დამშვიდებისკენ მოგვიწოდა. როგორც ჩანს, პირად დონეზე ყველაფერი შეთანხმებულია. 

ალვარო მორატა “ატლეტიკოს” საკუთრებაა და იჯარით “იუვენტუსში” იმყოფება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 05 იან 2022, 14:33
    #6

    აი ეს საუბრები: "ჟოან ლაპორტა ჩავი ერნანდესს მორატას შეძენას დაპირდა", "პირად დონეზე ყველაფერი შეთანხმებულია" და ასე შემდეგ არასერიოზულია. უნდა გავიგოთ ეს საქართველო არ არის რო რამე "ქართულ-ჯიგრულ" პონტში გაკეთდეს.

  • Merlo
    schedule 04 იან 2022, 22:25
    #5

    არ სჭირდებათ არაფრის მომცემი ფეხბურთელები.

  • ROUCH
    schedule 04 იან 2022, 21:03
    #4

    კიდე ვინაა ესპანელი ალვარო აფსაიდასავით? ამანაც რა შეიყო

  • El pistolero 9
    schedule 04 იან 2022, 20:39
    #3

    ფატი, დეპაი, ტორესი, აბდე, ბრაიტვაიტი, ლუკ დეიონგი, დემბელე, აკომაჩი, ჟუტგლა, დემირი და ახლა უკვე მორატაც. კოუტინიოსაც თუ შემტევად განვიხილავთ 12 შემტევი გამოვა. დეიონგი, კოუტინიო და დემირი ზამთარშივე წავლენ ალბათ. ზაფხულში ბრაიტვაიტი წავა, დემბელეც დაგვტოვებს დიდი ალბათობით. ზაფხულში ცენტრფორვარდს დავიმატებთ ჰოლანდი/ვლაჰოვიჩი ამათგან რომელიმე უნდა დავითრიოთ.
    ფატი/დეპაი-ჰალანდი/ვლაჰოვიჩი/მორატა- ტორესი/აბდე/აკომაჩი.
    ასეთი შეტევა გვეყოლება მომდევნო სეზონში და მშვენიერია

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 იან 2022, 20:37
    #2

    6 თვიანი იჯარა გამოსყიდვის ვალდებულების გარეშე ან არ გვინდა სხვა ვარიანტში, მეზიზღება უბრალოდ საშინელი ფეხბურთელია, ესპანეთის ნაკრებში ამის მაგივრად მორენო რომ ყოფილიყო ბევრად დიდ წარმატებას მიაღწევდნენ

  • La Pulga10
    schedule 04 იან 2022, 20:05
    #1

    კაი რა არ მინდა ეს მაზილა.29 წლისაა რაზვალს ეს ვეღარ გაისწორებს და თვალებში ზამიკანიას.