მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაქსველი ვარჯიშს დაუბრუნდა

მაქსველი ვარჯიშს დაუბრუნდა

“ბარსას” ფეხბურთელებმა დღეს დილით მონაწილეობა მიიღეს ნებაყოფლობით ვარჯიშში. ფეხბურთელები პარასკევს, მონაკოში გასამართი ევროპის სუპუერთასისთვის ემზადებიან, სადაც კატალონიელთა მეტოქე “პორტუ” იქნება.

ხოსეპ გვარდიოლას ყველა ფეხბურთელი ყავდა განკარგულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში ნებაყოფლობითი იყო ყველა ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო სესიაში. მათ სურთ, რომ ევროპის სუპერთასს კარგ ფორმაში შეხვდნენ.

საუკეთესო სიახლე მაქსველ შერერის ვარჯიშის განახლება იყო. მან თანაგუნდელებთან ერთად სესიის გარკვეულ მონაკვეთში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელს მუცლის პრობლებემი აწუხებდა რამდენიმე კვირის განმავლობაში.

სესია ჟოან გამპერის სახელობის მოედანზე ჩატარდა და მასში მონაწილოება “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელებმა, მარტინ მონტოიამ და ჯონათან დოს სანტოსმა მიიღეს. ეს ფეხბურთელები უეფას ოფიციალური ფოტოს გადაღებისას “ბარსას” პირველ გუნდში იყვნენ.

კარლეს პუიოლი, იბრაჰიმ აფელაი და ალექსის სანჩესი განცალკევებით ვარჯიშობდნენ. ისინი ტრავმის შემდეგ აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ. დღეს, 19 საათზე ჩატარდება მეორე ნებაყოფლობითი ვარჯიში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში