workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაროკოს ფეხბურთის ფედერაცია აბდეს ეროვნული ნაკრებიდან არ ათავისუფლებს

მაროკოს ფეხბურთის ფედერაცია აბდეს ეროვნული ნაკრებიდან არ ათავისუფლებს

“ბარსელონას” მაროკოელი თავდამსხმელი, აბდე ეზალზული აფრიკის თასზე მონაწილეობაზე უარს ამბობს და სურს, კატალონიურ გუნდს დაეხმაროს. 

ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, 20 წლის შემტევი ეროვნულ ნაკრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ის გაათავისუფლონ, თუმცა მაროკოს ფეხბურთის ფეხბურთის ფედერაცია ჯერჯერობით ამის უფლებას არ აძლევს.

აფრიკის ერთა თასი კამერუნში, 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეზალზულის “ბარსას” მატჩების მნიშვნელოვანი ნაწილის გამოტოვება მოუწევს, რაც ახალ გუნდთან მის ადაპტაციას შეაფერხებს.

იმ შემთხვევაში, თუ აბდეს ხსენებულ ტურნირზე მაინც წაიყვანენ, ის “ბარსელონას” 2 იანვარს, “მალიორკასთან” გასამართ მატჩში მაინც დაეხმარება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 29 დეკ 2021, 12:58

    ჩვენ ერთით თვთი კი დაგვაკლდება, მაგრამ თავს მაინც მოუფრთხილდეს და დატრამვული არ დაბრუნდეს.

  • Albicelecte
    schedule 28 დეკ 2021, 19:09

    ეგაა, მაგრამ ჭედავენ როგორც ჩანს, ნაკრების ღირსება, დროშის ფერები და ეგ თემა rage

  • El pistolero 9
    schedule 28 დეკ 2021, 19:00

    მე ამათ ადგილზე მივცემდი კლუბში თამაშის და თავის დამკვიდრების საშუალებას. მომავალში უფრო მაგარი ბიჭი არ ეყოლებათ თუ ბარსაში დამკვიდრდა?

  • frenkie dejong21
    schedule 28 დეკ 2021, 16:38

    რავა ყველა ჩვენს ჯინაზე იქცევა აბდეს არ ყოფნა მაგენს საერთოდ არ დაეტყობათ
    ჩვენ კიდე ისეთ დღეში ვართ რო ეგ ბიჭი ჰაერივით გვჭირდება

  • FrankieVanJong
    schedule 28 დეკ 2021, 16:32

    რავიცი რავიცი ,მთლად ისეთი ფიგურაც არაა რო წარუმატებლობა ამის არყოფნამ გამოიწვიოს 😃

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 დეკ 2021, 16:31

    აბა რა, ბარსა ყველას როგორ ჰკიდია, აქ გვჭირდება ახლა ევ ბიჭი და ნაკრები მოიცდის