workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ქარიმ ადეიემის არ ივიწყებს – Sport

ბარსელონა ქარიმ ადეიემის არ ივიწყებს – Sport

ბოლო დროს “ზა;ცბურგის” ახალგაზრდა თავდამსხმელის, ქარიმ ადეიემის “ბარსელონაში” შესაძლო გადმოსვლასთან ბევრი აღარ იწერება, თუმცა, “ბლაუგრანა” 19 წლის ტალანტზე ისევ ფიქრობს.

Sport-ის ინფორმაციით, ზაფხულისთვის “ბარსას” მთავარი პრიორიტეტი ერლინგ ჰოლანდის შეძენაა, რომელზეც ჟოან ლაპორტა გიჟდება, მაგრამ ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელების დროს რისკები ყოველთვის არსებობს. რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ ნორვეგიელი ვარსკვლავის ტრანსფერი ვერ შედგეს. სწორედ ამიტომ “ბლაუგრანას” ალტერნატივები აქვს.

წყაროს ცნობით, ჰოლანდის ერთ-ერთი ალტერნატივა დუშან ვლაჰოვიჩია, მაგრამ კატალონიელებს ქარიმ ადეიემიც არ დავიწყებიათ. “ბარსელონაში” ბევრი ადამიანი გერმანელ ახალგაზრდას ძალაინ საინტერესო ფეხბურთელად მიიჩნევს. მათთვის ადეიემი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საინტერესო აქტივი.

ქარიმ ადეიემის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში ასეთია – 30 მატჩი, 18 გოლი და 7 ასისტი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 28 დეკ 2021, 16:34
    #4

    ტორესი ვერ გააფორმეს უკვე ნაყიდი კაცი და ეხლა ჰოლანდზე ფიქრობენ. რის იმედზე? რაიოლა ლაპორტას ძმაკაცია და თავის წილს შეიმცირებს? ცუდი წარმოდგენა გვაქვს მეგობრობაზე და პროფესიონალიზმზე ევროპაში. არავინ და განსაკუთრებით რაიოლა კაპიკსაც არ დაიკლებს, მითუმეტეს მილიონს ვიღაც "ძმაკაცის" ხათრით. იქ ეგ კაცობად კი არა გოიმობად ან ლოხობად უფრო ითვლება. ხოდა გასაგებია არც პერესი არ დაგვითმობს ვინმეს, როცა ფული ოხრად აქვს ამ სეზონისთვის მომარაგებული.

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 დეკ 2021, 15:37
    #3

    ეგ ჩემი აზრით უკვე ბავარიის კლანჭებშია და დაივიწყონ

  • El pistolero 9
    schedule 28 დეკ 2021, 15:27
    #2

    სტატისტიკა ძაან მაგარი აქვს. ვლაჰოვიჩი და ალვარესი დაგვხატავენ ზაფხულში

  • La Pulga10
    schedule 28 დეკ 2021, 15:01
    #1

    მიეწუწება ეს ბორუსიაში და