”ბარსას” ერთ–ერთმა ლიდერმა, ჩავი ერნანდესმა გუშინ, მატჩის დასრულების შემდეგ თავისი პოზიცია დააფიქსირა. ”მათ საქციელს გამართლება არ აქვს. რა გუნდის ღირსებას იცავენ მათ, ჩვენთან თამაშის დროს ყველაფერი ავიწყედებათ. მათი მიზანი მოედანზე, ჩემის აზრით არა თამაშის მოგებაა, არამედ ჩვენი დამტვრევაა. ამით განსაკუთრებით გამოირჩევიან, პიპე და მარსელო. სესკმა კინაღამ დებიუტშივე მიიღო ტრავმა. და ვფიქრობ ეს თამაში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამ წუთს ის 8 წლის განმავლობაში ელოდა. ”რეალის” ფეხბურთელებმა კი ეს ოცნება, კინაღამ 1 წუთში მოუკლეს. რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი კარგად დამთავრდა და სესკს არაფერი არ ჭირს. მე მოხარული ვარ, რომ შევსძელით ”რეალის” დამარცხება.”
ჩავი: ”რეალის” ფეხბურთელები უხეშად თამაშობენ”
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.