workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ფრენკი დე იონგის გაყიდვას არ განიხილავს – MD

ბარსელონა ფრენკი დე იონგის გაყიდვას არ განიხილავს – MD

ფრენკი დე იონგს “ბარსელონაში” ახლა საუკეთესო პერიოდი არ უდგას. გუშინ ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა “ელჩესთან” მორიგი უსახური თამაში ჩაატარა, რის გამოც მან გულშემატკივრებისგან მოედნის დატოვებისას სტვენა დაიმსახურა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” დე იონგის გაყიდვას არ განიხილავს. კატალონიურ კლუბს ამ ეტაპზე 24 წლის შუახაზელის გაშვება არ უნდა.

წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ნიდერლანდელს გუნდის ფუნდამენტურ მოთამაშედ მიიჩნევს. ესპანელი სპეციალისტი ცდილობს, დე იონგს საუკეთესო როლი მოუძებნოს. კლუბს ესმის, რომ მისი ფორმაში არყოფნა გუნდის ამჟამინდელი ცუდი პერიოდის შედეგია.

იგივე წყარო იტყობინება, რომ დე იონგის გარემოცვის თქმით, ფეხბურთელი “ბარსელონაში” ბედნიერია და ახლანდელი ცუდი ეტაპი დროებითია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 20 დეკ 2021, 18:28

    ზაფხულამდეც შეხედონ და მერე უფრო სარფიანად გაყიდონ, მანამდე ახალგაზრდები მოვლენ ფორმაში.

  • me da barca
    schedule 20 დეკ 2021, 09:13

    შტეგო და ეს ორივე ჩაქრა.

  • El pistolero 9
    schedule 19 დეკ 2021, 23:43

    იმედია მოუმატებს

  • Kun agüeroooo
    schedule 19 დეკ 2021, 23:30

    ცვილებებია საჭირო.გუნდში ახალი ამბავი არაა ვიცი მაგრამ მაინც xd ტერშტეგენი ძაან სულელურ შეცდომებს უშვებს და დროა შემცვლელი ეძებონ დესტი როლელსაც ვერ გაუგია სადაა მინგესა სკვაზნოიაქვს ტიპს უმტიტი ლანგლე ერთმანეთზე უტვინოები კოუტინიო ტიპი ვერა და ვერ ათამაშდა ესეთუ უარგის რავი არ მინახავს ლანგლეს მერე რათქმაუნდა Xd და ბრაითვაიტი ჯერ კიდე ვერ გავიაზრე ბოლომდე რატომ იყიდეს საერთოდ ამათ თუ გაუშვებენ და 3 ნორმალურ და მონდომებულ ფეხბურთელს ვიყიდით გვეშველება რამე მთლად წყალწაღებულიც არვართ როგორც ჩანს არის რაღაცეები რაც გამოგვადგება და გვექნება იმედი

  • Albicelecte
    schedule 19 დეკ 2021, 22:20

    სწორია, არ განიხილავს, სანამ კაი, მსუყე შემოთავაზება არ წამოვა
    როდესაც ასე საუბრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხურდებში არ აპირებ, რომ გაატანო
    +70 ლიმონი, სასურველია 80-90 barca-6

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 დეკ 2021, 22:04

    ატლეტიკომ თუ წააგო და ჩენ სევილიას მოვუგეთ 4 ეულში შევალთ, ძაან რთული იქნება, ჩვენ მოვიგოთ და მე 5 ეზე უეჭველი გადავალთ

  • Iniesta_8
    schedule 19 დეკ 2021, 21:51

    ბეტისმა წააგო, რაც ჩვენთვის კარგი ამბავია. რაც არ უნდა სასაცილო იყოს, ოთხეულში მოსახვედრად ჩვენი კონკურენტები არიან. სოსიედადმაც თუ ჩატეხა 3-4 თამაში მიყოლებით ძაან კაი იქნება, ხალხი დაგვიბრუნდება და წესით მეოთხეზე გასვლა რეალის,სევილიას და ატლეტიკოს მერე არ გაუჭირდებათ.

  • Norman Bates
    schedule 19 დეკ 2021, 21:46

    ცდილობს ჰო თავს იკლავს. სადაც კუმანი ათამაშებდა იქ ათამაშებს ესაც. რა გახდა ამ მიცვალებული ბუსკეცის სკამზე დასმა ცოტა ხნით

  • Clever liar
    schedule 19 დეკ 2021, 21:45

    თუ ვინმემ ამ მკვდარზე ვენოკ ქალიშვილში ფული გადაიხადოს, არ ყიდით კიარა მზითევით გაატანეთ თქვე გლახებო

  • MSN G.O.A.T
    schedule 19 დეკ 2021, 21:45

    ერთხელ ცადოს ჩავიმ და ბუსის მაგივრად დააყენოს

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 დეკ 2021, 21:43

    ზაფხულამდე არ უნდა გაუშვან და მერე ვნახოთ რა იქნება, ფრენკიზე მეტად მე პირადად ნიკო მიმაჩნია ბუსის შემცვლელად