“ბარსელონას” ლეგენდა და ამჟამად “ატლეტიკოს” ფეხბურთელი, ლუის სუარესი ყოფილ კლუბზე საუბრობს:
“რა თქმა უნდა, იმ სიყვარულისა და გრძნობების გამო, რომელსაც “ბარსას” მიმართ ვგრძნობ, კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა არ მომწონს.
დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონას” ჰყავს მწვრთნელი, რომელსაც არსებული ფეხბურთელებით სიტუაციის სასიკეთოდ შემოტრიალება შეუძლია”.
ლეგენდარული ურუგვაელი ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს 2014-20 წლებში ირგებდა, რა დროის განმავლობაშიც მან 283 მატჩში თავი 195 გოლითა და 113 ასისტით გამოიჩინა. “ელ პისტოლერომ” კატალონიურ გრანდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა, 2015 წელს კი ტრიპლეტი იზეიმა.




ეეხხ არც ჩვენ მოგვწონს, მაგრამ ვის აინტერესებს ჩვენი აზრი.
სუა დეკადის საუკეთესო ცხრიანია!!!
მოვიყვანოთ ინიესტა და სუარესი, მშვენიერი იდეაა
ჯეკა და მესი გეყოლება ყველაფერი უნდა მოიგო
ეჰ მომენატრა ჯეკა, საერთოდბიშვიათი ,,ჯიშის" ფორვარდია სუა, ძაან მევასება, ეგ მაინც გვყოლოდა წილა წელს და წელსაც გუნდის ლეგენდაა და აქ სასტავი ღორს ეძახდა, მევასება რა ჯეკა❤❤❤
შენ დაბრუნდი და გავარტყი სუყველას