მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მსაჯები მადრიდელთა პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან

მსაჯები მადრიდელთა პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან

მსაჯების კომიტეტი უკმაყოფილებას გამოხატავს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ესპანეთის საფეხბურთო სეზონი კვლავ მადრიდელთა მხრიდან არბიტრების კრიტიკით იწყება.

ამჯერად “თეთრების” კრიტიკის ქარცეცხლში ესპანეთის სუპერთასის პირველი შეხვედრის არბიტრი, ფერნანდო კანტაბრია ტეიჩიეირა მოხვდა. დედაქალაქელები მსაჯის გაკიცხვისას არ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ტეიჩიეირამ შეცდომები მათ სასარგებლოდაც დაუშვა.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ ტეიჩიეირას მუშაობა “ბერნაბეუზე” არცთუ დადებითი იყო, რამაც საბოლოო ჯამში ორივე გუნდი დააზარალა. თავის მხრივ მადრიდელთა პრეტენზიები, თითქოსდა მსაჯები მხოლოდ მათ საწინააღმდეგოდ იღებენ გადაწყვეტილებას სრულიად უსამართლოა.

მატჩის ანალიზისას ხშირად ისმოდა ორი სახელი: პეპე და ხედირა. ხსენებული ფეხბურთელები თამაშის დაწყების პირველივე წუთიდან უხეშად არღვევდნენ წესებს “ბარსელონას” ფეხბურთელების მიმართ. ტეიჩიეირამ კი ხედირას მხოლოდ ერთხელ უჩვენა ყვითელი ბარათი, პეპე კი დაუსჯელი დატოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში