workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი არაუხოში ახალ პუიოლს ხედავს; რიკი პუჩი შანსს უცდის

ჩავი არაუხოში ახალ პუიოლს ხედავს; რიკი პუჩი შანსს უცდის

Sport-ის ცნობით, ჩავი ერნანდესი რონალდ არაუხოში ახალ კარლეს პუიოლს ხედავს.

“ბარსას” ლეგენდარული კაპიტნის მსგავსად, ურუგვაელი ძალიან აგრესიული მცველია, რომლისთვისაც ერთი-ერთზე თამაშისას გვერდის ავლა თითქმის შეუძლებელია. ასევე, იგი ბურთთან ერთად შესანიშნავად მოქმედებს.

რაც შეეხება რიკი პუჩს – წყაროს ინფორმაციით, ჩავის მისი სჯერა, თუმცა, 22 წლის ნახევარმცველმა ახალი მწვრთნელის ხელში 3 მატჩში მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა.

პედრის ტრავმის პირობებშიც კი, პუჩი მესამე არჩევანია – ერნანდესი უპირატესობას ნიკო გონსალესსა და გავის ანიჭებს. რიკი თავის შანსს უცდის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 04 დეკ 2021, 23:28

    კი მიეცა შანსი, მაგრამ დღეს ვერ ივარგა.

  • La Pulga10
    schedule 04 დეკ 2021, 00:00

    ჩემპუონატში ყველა ქულა გვჭირდება,ამიტომ არამგონია პუჩი ბევრჯერ ათამაშოს,უფრო კოპაზე ექნება შანსი.არაუხოს პოტენციალი აქვს იმხელა,რო რავი.მთავარია ტრამვებს გადაეჩვიოს,თორე მენტალიტეტი კი აქვს გამარჯვებულის.

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 დეკ 2021, 23:30

    ტრამვებმა არ გაუხუროს და მართლაც რომ ცხოველი დადგება არაუხოსგან, ასევე პუჩისაც მინდა რომ 1 შანსი მიეცეს და მერე თუ ვერ ითამაშა გაყიდონ

  • Albicelecte
    schedule 03 დეკ 2021, 22:05

    პუჩი… მინდა, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ თითქოს შეშინებულია და ბურთის მოშორებას ცდილობს სულ barca-6