ჟოან ლაპორტამ სამი კატალონიური კლუბის: “ბარსელონას”, “ესპანიოლისა” და “ჟირონას” თანამშრომლობის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“ბარსას” პრეზიდენტმა უსმან დემბელესა და ჩავიზე ისაუბრა.
დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე გვსურდა, თუმცა ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ – გვინდა, რომ უსმანი გუნდში დარჩეს. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.
ჩავიმ ენთუზიაზმი და იმედი მოგვიტანა, მისი ვარჯიშის დისციპლინა და შემოღებული წესები ფეხბურთელებმა და კლუბმა კარგად მიიღეს. გვინდა, ვაჩვენოთ, რომ “ბარსა” ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდია. ვიმედოვნებთ, მიუნხენში გამარჯვებას შევძლებთ.
რა თქმა უნდა, “ბეტისთან” შეხვედრაც ძალიან მნიშნველოვანია, რადგან ჩვენ ლა ლიგის მოგებისკენ მივისწრაფვით.
ლაპორტამ ტრანსფერებზეც გააკეთა კომენტარი:
ჩვენ ფეხბურთელები უნდა გავყიდოთ, რათა ტრანსფერების განხორციელება შევძლოთ.




და საერთოდ რატომ მიმდინარეობს?! აგერ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და ეგრევე ნიუკასლ იუნაიტედი, ვაით ჰართ ლეინი და მოჟამულ-მოღრუბლული ინგლისის პროვინციული ქალაქი
ნიუკასლს და მის შეიხებს კიდევ ვურჩევ, რომ გადახდა არ დაინანონ, ჟმოტობით დაწყებულ საქმეს წარმატება არ უწერია
ნუ ახლა ალბათ არ იტყოდა გავა@მეინებთ ამ ზამთარშიო მაგრამ დარწმუნებული ვარ თუ გრამი ტვინი მაინც უმუშავებს იანვარში ან გაყიდის ან საკალბასეში ჩააბარებს😄
ბიჭო მეტი რაღა უნდა ქნას რომ გააჯმევინონ გამიხადეს ეს ინვალიდი გონებასუსტი მარადონას და პელეს ჰიბრიდი.
ეგ არ არის დამრჩენი და არც მაგის გამოსწორება არ იქნება, დააყენონ ტრანფერზე. მუქთად გაშვებას ეგებ ორი კაპიკი მაინც აიღონ ამ სლემბელეში.