კატალონიური “ბარსელონას” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, დეკო ანდერსონ სოუზამ ვერ შესძლო გუნდთან ერთად ვარჯიშის დასრულება. შეგახსენებთ, რომ დეკომ ტრავმა მიიღო “ვილიარეალთან” მატჩის დროს, რის შემდეგაც იგი თვენახევრის განმავლობაში იძულებული იყო თამაშის მაგივრად მკურნალობაზე ეფიქრა.
გუშინ დეკო დიდი ხნის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა, მაგრამ მისი დასრულება ვერ შესძლო. “ბარსელონას” სამედიცინო პერსონალი კვლავ გვარწმუნებს, რომ პორტუგალიელი “დეპორტივოს” წინააღმდეგ თამაშს აუცილებლად შესძლებს, იტყობინება ესპანური Sport.es.
წყარო: www.euro-football.ru
