“ბარსელონა” ახალ მთავარ სპონსორს ეძებს. “ბლაუგრანას” Rakuten-თან მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ივნისში ეწურება, რის გამოც კლუბი ახალი სპონსორის ძიების პროცესშია.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსას” მთავარი სპონსორობის სურვილს 3 უმსხვილესი კომპანია გამოთქვამს. კატალონიური კლუბი კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
კომპანიების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ეს რაკუტენი მოაშორონ ბარსას ფორმას და არ მინდა არაფერი
ეს იაპონელები ძაან ჟმოტები აღმოჩდნენ.