workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიკარდ პრუნას დაბრუნება დროის ამბავია

რიკარდ პრუნას დაბრუნება დროის ამბავია

ჩავი ერნანდესმა “ბარსელონადან” პირველი გუნდის ექიმი, ლუის ტილი გაათავისუფლა. “მაესტროს” მის ადგილზე რიკარდ პრუნას დაბრუნება სურს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ექიმის დაბრუნება რთული იქნებოდა, თუმცა ARA- ჟურნალისტი, ჩავი ერნანდეს ნავარო საპირისპირო ცნობას ავრცელებს.

წყაროს თანახმად, “ბარსელონა” არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ “შარჯასთან”, სადაც ახლა პრუნა მუშაობს, მოლაპარაკებებს აწარმოებს და გამოცდილი მედიკოსის დაბრუნება რამდენიმე დღის საკითხია.

პრუნას “ბლაუგრანაში” მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ჩავის სამწვრთნელო თუ სამედიცინო შტაბში საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირების ყოლა სურს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 27 ნოე 2021, 17:25
    #3

    ერთი ჩავი გამოუშვეს მაგ არაბებმა თუ ყატარელებმა უფასოდ და ეხლა ექიმს მოგვართმევენ მუქთად.

  • me da barca
    schedule 27 ნოე 2021, 04:00
    #2

    ექიმებიდან ფეხბურთელებამდე ყველაზე ჩავიმ უნდა იზრუნოს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 27 ნოე 2021, 02:44
    #1

    იმდენი ხანი იყო ეს გუნდში რომ არც უნდა გაეშვათ, თან აშკარად თავისი საქმის პროფესიონალია და ძალიან სჭირდება გუნდს