დღეს, “ბარსელონასა” და სერჟი რობერტოს აგენტს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა საბოლოოდ ის ჩაიშალა. ამ ინფორმაციას Cope-ს ჟურნალისტი ვიქტორ ნავარო ავრცელებს.
წყარო შეხვედრის ჩაშლის მიზეზად დაგეგმვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს.
ივარაუდებოდა, რომ დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან “ბარსელონა” უკეთესი წინადადებით წარდგომას აპირებდა. დიდი ალბათობით, მხარეები უახლოეს მომავალში ერთმანეთს მაინც შეხვდებიან.
“ბარსას” ახალი თავკაცი, ჩავი ერნანდესი რობერტოს ენდობა და მისი დარჩენა სურს. კონტრაქტის გახანგრძლივებისა და ხელფასის შემცირების მზაობა ფეხბურთელსაც არაერთხელ დაუდასტურებია.
ცნობისთვის, რობერტომ ტრავმის გამო “ბენფიკასთან” მატჩი გამოტოვა. ჯერჯერობით მისი დაზიანების სიმძიმე უცნობია.




დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც ბარსასთვის გაგიკეთებია მაგრამ წასვლის დროა უკვე და წადი ვეგარ ქაჩავ
მაყურებლები აგინ-აფურთხებენ და მაინც რჩება? წადი რა გაასხი., არ ხარ ბარსას დონის და უშენოდ გუნდი უკეთესია მოედანზე. მოგვშორდი!
ბიჯო ჩველი აღზრდილი მაინც არ იყოს,ასეთი ვირია თორე სკამზე ცუდი არ იქნებოდა
როგორი ჭირიანიცაა, საქმეც ისე იწელება. პიკეს და ბუსკეტსის საქმე მალევე მოყომარდა და ეს რა გახდა. გაღუნა ტვინი რა…
ამის პრანჭვა გვაკლდა კიდევ. ან გააფორმოს და ან გაუბეროს. არაა ის ფეხბურთელი რო დაგენანოს, მითუმეტეს ხელფასის შემცირებაზე ბევრი იწუწუნა და კიდევ არ ვიცით დაიკლებს თუ არა.