“ბარსელონამ” მემფის დეპაის პენალტით კატალონიურ დერბიში “ესპანიოლი” 1-0 დაამარცხა.
მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრის შემდეგ, ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
გუნდის შედეგითა და თამაშით კმაყოფილები ვართ.
გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. “კამპ ნოუზე”, სახლში დაბრუნება დიდი პატივია. მე კულე ვარ და უკვე ვთქვი, რომ “ბარსელონასთვის” ყველაფერს გავაკეთებ.
“ესპანიოლს” გათანაბრების შანსები ჰქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. მათ შეტევაში ძალიან დაგვჩაგრეს, თუმცა გუნდის შედეგითა და გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ.
ყველაზე მეტად ფეხბურთელების დამოკიდებულება მომეწონა, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ, ბევრ რამეს ჯერ კიდევ არასწორად ვაკეთებთ, თუმცა გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო.
გულშემატკივართა მხარდაჭერა შესანიშნავი იყო. თითქმის ექვსი წელია, “კამპ ნოუზე” არ ვყოფილვარ და ატმოსფერო ძალიან შეცვლილა. ეს მომეწონა.
ილიასმა და აბდემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. ისინი ნიჭიერები არიან და მნიშვნელოვანია იმ თაობის ფეხბურთელების ყოლა, რომლებიც ძალიან დაგვეხმარებიან.
შეხვედრის მიწურულს პოზიციები დავთმეთ. ჩვენ საუკეთესო სიტუაციაში არ ვიმყოფებით. ბოლო წუთებში “ესპანიოლმა” ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა, საერთო ჯამში, გამარჯვება დამსახურებული იყო.
ჩვენ მეტი შანსი უნდა შევქმნათ. მჭიდრო დაცვის პირობებში შეტევა რთულია, თუმცა ფლანგს უფრო აქტიურად ვიყენებთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ვინაიდან მსგავს სიტუაციებში კიდევ ბევრჯერ აღმოვჩნდებით.
თერთმეტმეტრიანი? მითხრეს, რომ პენალტი დასანიშნი იყო. ეპიზოდი განმეორებით არ მინახავს, მას თვალს პირდაპირ ვადევნებდი და ამისთვის დარღვევას მეც დავაფიქსირებდი. როდესაც განმეორებით ვნახავ, რადგან ამას 200-ჯერ აჩვენებენ, უკეთ დავაკვირდები.
ბოლო წუთები? საქმე ფიზიკური პრობლემა არაა, ეს თამაშის ინტერპრეტაციაა.
ჩვენ შენების პროცესში ვართ, თუმცა დერბიში მოპოვებული 3 ქულა კმაყოფილებას გვძენს. ჩვენ გაგვიჭირდა, თუმცა 70-75 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით. როდესაც მეტოქემ შეტევას მოუხშირა, უპირატესობა უნდა მოგვეპოვებინა.
აგუერო? კუნის შესახებ არაფერი ვიცი. მას ვესაუბრე, ის მშვიდადაა და ჩვენ მოცდა გვმართებს. დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი.
ფანები ბედნიერები უნდა იყვნენ და გუნდით იამაყონ, რადგან ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ, ცხადია, კიდევ უნდა მოვუმატოთ.
ეს გამარჯვება ფეხბურთელებმა დაიმსახურეს. გამარჯვება მორალურად გვაძლიერებს, მაგრამ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩი გველის, რომელიც ძალიან რთული იქნება. ეს მორიგი ფინალია. ჩავარდნა არ შეიძლება. სამშაბათი, მორიგი ომი, მორიგი ფინალი.
ბურთის ფლობის მაჩვენებელი 60%-დან 80%-მდე უნდა გვქონდეს. “ესპანიოლის” დონის წინააღმდეგ 65% კარგი შედეგია, მაგრამ, საბოლოოდ მნიშვნელობა იმას აქვს, თუ რას ვქმნით. ვფიქრობ, შეტევაში უფრო მეტად გარისკვა შეგვიძლია, თუმცა ეს ნდობისა და დროის საკითხია.
ახალგაზრდა ფეხბურთელების არაჩვეულებრივი თაობა გვყავს. მათ განუსაზღვრელი ტალანტი აქვთ, რაც კლუბისთვის დადებით მოვლენაა.
ამ “ბარსელონას” ყველა ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია, რატომაც არა? ამას არავინ უარყოფს. ჩვენ “ბარსა” ვართ და, მიუხედავად იმისა, რომ მოსამატებელი გვაქვს, ამის უნდა გვჯეროდეს. საერთო ჯამში, საკმაოდ კმაყოფილი ვარ.
აბდემ შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარა, ის თავდაჯერებულია.
ბუსკეტსი ნამდვილი მაესტროა, ის ჩვენთვის ფუნდამენტური ფიგურაა. სერხიოს ეროვნულ ნაკრებში უფრო აფასებენ, ვიდრე აქ და ეს არ შეიძლება.




ბუსკეტსი ნამდვილი მაესტროა, ის ჩვენთვის ფუნდამენტური ფიგურაა. სერჟიოს ეროვნულ ნაკრებში უფრო აფასებენ, ვიდრე აქ და ეს არ შეიძლება.
კაია რო ამანაც შეამჩნია.
ჩავი მიეცი შანსი რა უმტიტს მოაშორე გარსია
მარტო ერთს გთხოვ, რომ სხვებივით დაზეპირებული სიტყვებით არ ისაუბრო.
სადებიუტო თამაშის კვალობაზე 3 ქულა გადასარევია თუმცა ხავის რომ კოლოსალური სამუშაოს გაწევა მოუწევს ბარსა რომ გუნდს დაამსგავსა ამას წყალი არ გაუვა ასე რომ ნორმალური სპეციალისტი შეცდომებზე აუცილებლათ ისწავლის და იმედი მაქ ხავიც მასეთი პრინციპით მიუდგება საქმეს…
სამი ქულა ავიღეთ დ ეს ძალინ კარგი სტიმულია როგორც ახალი მწვრთნელისათვის, ასევე მოთამაშეებისათვის და მთლინად კლუბისათვის. მაყურებელმაც მხარი დაუჭირა გუნდს და თვითონ გუნდიც საკმაოდ მოწადინებული იყო. ახლგაზრდების თამაშს კარგს ვერ დაარქმევ, მგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ მუშაობაა მათთან საჭირო და ხარისხიან თამაშს შესძლებენ. ბევრი რამე ჯერ გაურკვეველია, მაგრამ მოთბინება გვმართებს. ორი რამ რაც ჩემთვის ნათელი იყო, არის: 1. აშკრად გამოჩნდა მწვრთნლის ჩანაფიქრი. მართლაც და თამაშის ტაქტიკური მონახაზი ნამდვილად გვაგონებდა ბარსას დიდების დროს. მაღლა აწეული დაცვა და ფართოდ გაშლილი ფლანგები, დიდი ხანია არ გვინახია. მართალია გუნდის საშემსრულებლო დონე ჯერჯეობით დაბალია დ ბევრ მუშაობას თხოულობს, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ გუნდსა და მწვრთნლს შორის კონტაქტი დამყრებულია და გუნდს ესმის მწვრთნელის ჩანაფიქრის, რისი შედეგიანი განხორციელებისათვის დრო არის საჭირო. 2. კიდევ კარგი, რომ ასე ვთქვათ პირველი მოწინაღმდეგე ესპანიოლი იყო და თანაც კამპ ნოუზე. დავინახე, რომ დღევნდელი ესპნიოლი დღევნდელ ბარსაზეც კი სუსტი გუნდია, მათი მოთმაშეები ჩვენებზე უფრო ხშირად და ეფექტურდ აფუჭებენ 1000% საგოლე მომენტებს, და რომ ეს არა, გუშინდელი მატჩი წაგებული იყო. ასე, რომ კუმანის მერე იმედის ნაპერწკალი ჩაგვესახა, დრო გვჭირდება და ეს დრო გვაქვს, ამ წლის სეზონის დარჩენილი პერიოდი. არა მგონია, რომ წელს რაიმე მოვიგოთ და თუ სეზონს მესამე ადგილზე დავამთავრებთ, მე ვთვლი, რომ კრგი შედეგი იქნება და დასფიქრებელიც მეტი ექნება როგორც კლუბის ხელმძღვანელებს და მწვრთნელებს, ასევე მოთამაშეებს დ ყველას, ვინც მუშობს გუნდში, რადგან მხოლოდ ერთინი შემართებით და ერთნაირი პასუხისმგებლური მიდგომით შეიძლება დადებითი შედეგის მიღწევა. წინ ბენფიკაა, რომლიც არ არის ესპანიოლი, მაგრამ არც მიუნხენის ბაიერნია და მისი დამარცხების უნარი ჩვენ ბიჭებს გააჩნია, მთავარია ძალიან მოინდომონ…
მე რასაც დავაკვირდი , პირველ ტაიმში პრესინგს თამაშობდნენ, ბურთის დაგარგვის შემდეგ და მეორე ტაიმში იქვე არ ეთამაშებოდნენ პრესინგს , დაცვაში მირბოდნენ და დგებოდნენ. ჩემი აზრით ფიზიკური მომზადებოს ბრალია და თან ამ ფიზიკის არქონას შუა საფეხბურთო ასაკის ფეხბურთელების სიმცირეც ხელს უწობს. მარტო დეიონგია 24 წლის დალშე ბებრები და ბავშვები)
გამტანი ნახ.მცველი , რაკიტიჩის მსგავსი ჰაერივით გვჭირდება 🥺 ტილემანსი ან აუარი .. პლიუს ადიემი და ერთი ცენტრ. მცველი თუნდაც კრინსტენსენი უფასოდ ..ცოტას ამოგვასუნთქემდა 🥺
ეხ ხავი როგორ გამიტყდება შენ რო ვერ დააწყო გუნდი მაგრა მინდა რო შექმნა ახალი დამანგრეველი დედისმტყვნე.. ბარსა მარა ყლ. მიებით ხარ გარშემორტყმული გინდა მინგესა გინდა ალბაც იმას საყვარელი გაექცა და პასი ვის უნდა მიცეს აზრზე არარი იქნებ დეპაიმ აუხსნას სიყვარული მაგ ჩემისას🤣🤣
არ ვიცი ხალხო ვფიქრობ და შეტევაც არ გვყავს და დაცვაც არ გვყავს და რომლის გაძლიერებაში ჯობია ფულის ხარჯვა მაგ დასკვნამდე ვერ მივდივარ)) ბოლო წუთებზე და მეორე ტაიმში იმიტო შეიქმნა იმათი მომენტები რო ეგრევე როგორც კი ნებისმიერი დონის გუნდი იწყებს შეტევითი ფეხბურთის თამაშს ჩვენთან აბსოლიტურად უუნაროები ვართ, ვერ ვაჩერებთ ვერავის. თავიდან უბრალოდ ეგრევე შეტევით ფეხბურთს არავინ გვეთამაშება ძირითადად ლა ლიგაში და იმიტო გვგონია ხოლმე რო კარგი პირველი ტაიმები გვაქვს) როგორც კი გვიტევენ გვერხევა ეგარის და ეგ)) ჩავის დიდი იმედი მაქვს !!
აა კაცი, იმ სლეებივით თავს კიარ იმართლებს ( არც სჭირდება) თქვა რაც მოეწონა და რაც ისიც რომ ბევრი რამე არასწორად გააკეთეს , ჩავის იმედი ნამდვილად მაქვს, ვენდობი ბოლომდე მაესტროს