ჟერარ პიკე – ბარსელონური დერბის საუკეთესო ბომბარდირი

ჟერარ პიკე – ბარსელონური დერბის საუკეთესო ბომბარდირი

Marca-ს ინფორმაციით, ბარსელონურ დერბიში, რომელიც დღეს გაიმართება, გუნდების ამჟამინდელი შემადგენლობებიდან საუკეთესო ბომბარდირი ჟერარ პიკეა.

34 წლის ცენტრალურ მცველს “ბარსელონას” რიგებში “ესპანიოლის” წინააღმდეგ 23 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ამ კუთხით კი მეორე პოზიციაზე დავიდ ლოპესი 2 გოლით იმყოფება.

გარდა ამ ორისა, წყაროს ცნობით, ორივე გუნდში მხოლოდ 3 ფეხბურთელია, რომელსაც ბარსელონურ დერბიში გაუტანია – ესენია: ჟორდი ალბა, უსმან დემბელე და ვუ ლეი.

“ბარსელონადან” ლეო მესისა და ლუის სუარესის წასვლის შემდეგ, აღნიშნული ფაქტი გასაკვირი ნამდვილად არაა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 20 ნოე 2021, 19:36

    ესე იგი ახლა პიკეს იმედზე უნდა გავიდეთ მოედანზე თუ ალბასი? დეპაის მარტო ნაკრებში გააქვს და ვიღა დარჩა?

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 ნოე 2021, 01:03

    ესეიგი ყვარებია პიკეს დერბიში გატანა, ისე მართლა რა არის დერბის მთავარი ბომბარდირი მცველი რომ არის 4 გოლით, მაგრამ რა გასაკვირია როცა ამდენი ახალი სახე გვყავს გუნდში

  • C.PC5
    schedule 20 ნოე 2021, 00:44

    რა დრო გვიდგას ყველა ტურნირზე ცენტრალური მცველი რომაა ბომბარდირი😕 მალე გადაიბარებს ფატიმა მაგ მოვალეობას❤️✊