Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა”, “ბაზელის” თავდამსხმელით, არტურ კაბრალით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბალ ფასად შეძენა საკმაოდ რეალურია, ვინაიდან, მისი აგენტი “ბარსას” ლეგენდა დეკუ გახლავთ.
როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, შესაძლოა, “ბლაუგრანამ” 23 წლის მოთამაშე იჯარით აიყვანოს, კონტრაქტში კი მისი 8 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ჩაწეროს.
ახალგაზრდა შემტევმა მიმდინარე სეზონში, შვეიცარული კლუბის შემადგენლობაში, 24 მატჩში თავი 23 გოლით გამოიჩინა.




წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბალ ფასად შეძენა საკმაოდ რეალურია, ვინაიდან, მისი აგენტი "ბარსას" ლეგენდა დეკუ გახლავთ.
საიდან მოიტანთ ხოლმე, ასეთ რამეს. დეკუს რა ხელფასი არ უნდა ის ხელფასი მაგის პროცენტებზეა დამოკიდებული და რატომ მოგვცემს იაფად. პროფესიონალები ასე არ იქცევიან, "ქართულ-ჯიგრულ პონტში" იქ ვერავის შეაბავ.
სახელი არ უვარგა, სხვა რამე მაინც რქმეოდა

ბოდიში კამელოტთან და ესკალიბრუსთან