workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდინიოს ძმამ “ჩელსისთან” კონტაქტი უარყო

რონალდინიოს ძმამ “ჩელსისთან” კონტაქტი უარყო

რონალდინიოს ძმამ და აგენტმა, რობერტო დე ასის მორეირამ უარყო ჭორი იმის შესახებ, თითქოს მისმა ძმამ “ჩელსისთან” უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის პირობები იმ შემთხვევისთვის, თუ ბრაზილიელი ლონდონურ კლუბში გადავა.

დღეს ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რონალდინიომ ჩელსისთან პირადი კონტარქტის დეტალები უკვე შეათანხმა. მაგრამ ფეხბურთელის ძმა და აგენტი აცხადებს, რომ ლონდონური კლუბიდან მას არავინ შეხმიანებია:

“მე არ მიმიღია არანაირი წინადადება” – განაცხადა რობერტო დე ასისმა “El Mundo Deportivo”–სთან ინტერვიუს დროს. “მე არ შემიძლია მივიღო შემოთავაზებები, ერთადერთ მხარე, რომელსაც ამის უფლება აქვს, არის “ბარსელონა”, ასე რომ შეგიძლიათ კითხვებით თავად კლუბს მიმართოთ” – დაამატა რონალდინიოს აგენტმა.

წყარო: www.sport-express.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward