workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: მესისა და ინიტესტას დაბრუნებას არ გამოვრიცხავ

ჟოან ლაპორტა: მესისა და ინიტესტას დაბრუნებას არ გამოვრიცხავ

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დანი ალვესის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

ალვესი ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. მან მითხრა, რომ “ბარსას” დახმარება კიდევ ერთხელ უნდოდა.
ჩავის დანის შესახებ ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ის სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ახლა სჭირდებოდა. 

მესისა და ინიესტას დაბრუნება? ამას არ გამოვრიცხავ. ეს მოხდა დანის შემთხვევაში, რომელმაც თქვა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და, ამასთან, დიდი ფინანსური ძალისხმევა გაიღო. 

მომავლის პროგნოზირება არ შემიძლია. ლეოც და ანდრესიც მოქმედი ფეხბურთელები არიან და საკუთარ კლუბებთან კონტრაქტები აქვთ, რასაც პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ ცხოვრებაში არასდროს იცი, რა მოხდება.

ხელფასების შემცირება? თითოეული შემთხვევა განსხვავებულია. ფეხბურთელებთან მოლაპარალებებს ვაგრძელებთ. ვიმედოვნებ, მათთან შეთანხმებას მალე მივაღწევთ; ამაზე ვმუშაობთ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 17 ნოე 2021, 22:34

    მესი, ინიესტა, დანი, ჩავი, ეს ის ხალხია, სადაც შეიძლება თქვა: ბარსელონა, სად გყავს შვილი დასაკარგავი.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 ნოე 2021, 21:14

    ციტატა: Davita
    ამას შიგნით ხოარააქ ბლიაწ? რაღადროს მესი და ინიესტაა, იქნებ გუნდი მიეჩვიოს მესის გარეშე თამაშს და ამან დავაბრუნებო, თუ მესი გინდოდა რაღას გააგდე გუნდიდან, ეხლა რო დაბრუნდეს მერე წავა და კიდევ თავიდან უნდა გადავიტანოთ ყველაფერი ამიტო არღირს.


    ეს სხვა თემაა, მესის და იმის დაბრუნებაში გუნდში თამაშს არ გულისხმობს, მესის ტექნიკურ დირექტორად უნდა დაბრუნება, ინი ალბათ ხავის გუნდში, ლიცენზიაზე ვფიქრობო.. ეს სამი გენიოსი როგორ გუნდს გამოძერწავს თქმაც აღარაა საჭირო.. მოვიდნენ ნეტა, მალე მოვიდნენ..

  • nika 54
    schedule 17 ნოე 2021, 20:28

    "ჩავის დანის შესახებ ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ის სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ახლა სჭირდებოდა".
    დავიჯერო მესიზე რო ეკითხა უარს ეტყოდა ჩავი.

  • გ҉ო҉ნ҉ს҉ა҉ლ҉ე҉ს҉ი҉
    schedule 17 ნოე 2021, 19:44

    რონალდინიოც არ იტყვის უარს დდGiorgiM86,

    ფეხბურთელებს თუ უყვართ კლუბი ამდენი მოლაპარაკებები საჭირო არ უნდა იყოს. პირდაპირ უნდა გვარდებოდეს ასეთი რაღაცეები.

  • GiorgiM86
    schedule 17 ნოე 2021, 19:36

    რივალდოც მზადაა უფასოდ ითამაშოს 🙂 ხოდა დააბრუნეთ. რომარიომაც გამოთქვა სურვილი დაბრუნების 🙂