კატალონიური მედიის ინფორმაციით, დანი ალვესის ტრანსფერი, რომელსაც აქამდე რონალდ კუმანი ბლოკავდა, “ბარსას” ახალი მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის მოთხოვნით განხორციელდება.
ჩავის სურს, ვეტერანი მარჯვენა მცველი გუნდს რაც შეიძლება მალე შეუერთდეს, თუმცა კლუბში მისი ოფიციალური რეგისტრაცია რეგულაციების თავისებურებებზე იქნება დამოკიდებული.
Sport-ის ჟურნალისტის, ალბერ როგეს ცნობით, “ბარსელონაში” ფიქრობენ, რომ ალვესის გაფორმება 1 იანვრამდე შესაძლებელი არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი სეზონის პირველ ნახევარში ვერ ითამაშებს. ამის მიუხედავად, მას გუნდთან ერთად ვარჯიშში ხელი არ შეეშლება.
38 წლის დანი ალვესს ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს. “ბარსელონას” ლეგენდა ბოლოს “სან პაულუს” რიგებში თამაშობდა.




ყოველშემთხვევაში არაფერს არ გააფუჭებს, მითუმეტეს "თითქმის უფასოდ" უნდა ითამაშოს.
ალვეშად პორტუგალიელები მოიხსენებიან, ეგ ბრაზილიელია და სწორედაც ალვესად იწოდება.
ნუ, იმედია დესტს ბევრ რამეს ასწავლის. ისე, ეხლა სულ თუ ეს ითამაშებს და დესტს ძირითადს არ გააკარებს, მაგრად გატეხავს. მაქსიმუმ მომავალ სეზონშიც ითამაშოს და წავა მერე, მარჯვნივ კიდე გაფარჩაკებული სერჟინიო დესტი გვეყოლება.. იმედი მაქვს ჩავი სწორად გადაანაწილებს დროს.
პ.ს 38 წლის ალვეშიც ჯობს დესტს, მაგრამ ეს გუნდი მომავლის პერსპექტივაა და ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ პროგრესის დაპაუზება არც ალვეშის და დაჟე არც მესის გამო არ ღირს.
ეს კუმანი ყველაფერში ყ@ე რანაირად იყო
ალვეშის ტრასფერს რო დაბლოკავ
უკეთესი მაინც გყავდეს მაგ ფლანგზე ვინმე
JustBarcaLover,
პორტუგალიელი რომ ყოფილიყო, მაშინ იქნებოდა ალვეში. ბრაზილიურ პორტუგალიურს ჩვეულებრივი პორტუგალიურისგან განსხვავებული წესები აქვს
ნახევარი სეზონით გაგვიძლიერებს სკამს დაჟე ეგეც საკითხავია ეს იჯდება სკამზე თუ დესტი
მაინც მიაღწია თავისას.😄