ვიგოს “სელტასთან” შეხვედრის (3-3) შემდეგ გავრცელებული ცნობებით, ფილიპე კოუტინიომ მოედანზე შესვლა იუარა.
ახლა კი, Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელს “ბალაიდოსზე” გამართულ მატჩში გახურებაზე სამწვრთნელო შტაბისთვის უარი არ უთქვამს.
წყაროს თანახმად, “ბარსას” აწ უკვე დროებითი თავკაცი სერჟი ბარჟუანი და მისი ასისტენტი ფიქრობდნენ, რომ 29 წლის ფეხბურთელს “ალავესის” წინააღმდეგ (1-1) შანსი მისცეს, რომელიც ფილიპემ ვერ გამოიყენა, თუმცა, მისი დამოკიდებულება ყოველთვის კარგი იყო.




ვეღარ გავიგე, უარი თქვა თუ არ თქვა, რას წერთ ხან ერთს ხან მეორეს? რო გაარკვიოთ ხოლმე არა? თუ მოსწრებაზეა "ნიუსის" დაგდება.
ძაან სამწუხაროა ამისი ამბავი რა, არადა ლივერპულის კოუტინიო ამ ასაკში პრაიმში იქნებოდა და პრემიერ ლიგის ტოპ 3 ფეხბურთელშიც იქნებოდა მაგრამ ძაან გაუფუჭდა კარიერა, ამის იმედი აღარ მაქვს უკვე კაი ხანია
აზრი არააქ გაჯმეინებული ხარ მაინც ფელიპე😀 დიდი პატივის ჩემის მიუხედავად ამოვიდა ყელში უკვე
დავიღალე 4 წელი ამის ფაფხურის ყურებით, ისეთ ასაკშია ფორმის პიკში უნდა იყოს და ამ დროს 17 წლის გავი ჯიბეში ისვამს. წადი რა დაგვასვენე