2020 წლის იანვრიდან მოყოლებული, კატალონიის “ბარსელონას” 3 მთავარი მწვრთნელის გაშვება მოუხდა.
ESPN-ის ინფორმაციით, კლუბმა ერნესტო ვალვერდეს კონტრაქტის შეწყვეტისათვის 11 მილიონი ევრო გადაუხადა.
შემდეგ, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” კიკე სეტიენი გაათავისუფლეს, რომელსაც კომპენსაციის სახით, 4 მილიონი ევრო უნდა მისცენ.
მესამე მწვრთნელი, რომლის პოსტიდან მოხსნაც “ბლაუგრანამ” 2020 წლის შემდეგ მოასწრო, რონალდ კუმანია. კლუბმა ნიდერლანდელ თავკაცს 12 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
გათავისუფლებების გარდა, “ბარსას” 2,5 მილიონის გაღება ჩავი ერნანდესისა და “ალ სადის” კონტრაქტის გაწყვეტისათვის მოუხდა.
შესაბამისად, გამოდის, რომ კლუბს მწვრთნელების შეცვლა 2020 წლის იანვრიდან 18,5 მილიონი ევრო დაუჯდა.
ალბათ გაიყვეს.
არ ამიღია კომპენსაცია ევროცენტიცო, ნესტორა ამბობდა. ვენდობი მაგ კაცს. მწვრთნელიც კარგი იყო და ადამიანიც. მაქსიმუმი გაიღო რაც შეეძლო, რას ვერჩით ვერ გამიგია. ფეხბურთელებმა ჩაისვარეს ბოლომდე იმ ორ თამაშში!
რაც არ უნდა იყოს ამდენი მწვრთნელებიდან მე მაინც ვალვერდეს გამოვარჩევდი და დადებითად შევაფასებდი მის მუშაობას. რა თქმა უნდა სტილი კი არ ჰქონდა ჩვენი ფილოსოფიის მაგრამ გადამწყვეტ მატჩშებში იჩენდა კარგად თავს მისი გუნდი. რომასთან ქამბექმა გამოუთხარა მაგას ძირი თორემ როგორც მახსოვს ისტორიულ რეკორდზე მიდიოდა მის ხელში გუნდი წაუგებელი თამაშების ხარჯზე
კიდევ ერთი არათემატური კომენტარი და მისი ავტორი მკაცრად დაისჯება.