“ბარსელონას” დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, სერჟი ბარჟუანმა “სელტასთან” ფრედ (3-3) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, კომენტარი გააკეთა:
ტრავმებით გამოწვეულმა ცვლილებებმა ბევრი რამის შეცვლა გვაიძულა, თუმცა ამით თავს ვერ გავიმართლებთ.
მეორე ტაიმი ის არ იყო, რაც გვინდოდა, რომ ყოფილიყო. მეტოქის პრესინგიდან ვერ ამოვდიოდით.
როდესაც ამ გუნდს ტრავმები აღარ შეაწუხებს, დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს.
ცნობისთვის, ბარჟუანმა “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ბოლოჯერ უხელმძღვანელა – სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდს ჩავი ერნანდესი ჩაიბარებს, რომლის პრეზენტაციაც ორშაბათს, 8 ნოემბერს გაიმართება.




გავიდა ფატი და მორჩა თამაში.
ნეტა რატომ? სათამაშო დრო რომ არ ეძლეოდა,სკამზე ალპობდნენ უთამაშებლობით,ჩემი აზრით აქვს პოტენციალი თუ თამაშის საშუალება რეგულარულად მიეცემა და არა ორი წუთი.იმედია ხავი ასეც მოიქცევა და არ დამიწყოს არავინ პუჩს შენი დაცვა არ ჭირდებაო.
მიხვდი რომ არაფერ შუაში იყო კუმანი?
ბარსა ბ მეცოდება ამ შლანგის ხელში.
და დეპაი იქ რომ მარტო დატოვე და საერთოდ არ ეშინოდათ კონტრის აბა რა გეგონა დაცვაში ჩადგომა ამ გუნდს არასდროს გამოდის რით ვერ გაიგო ამ ხალხმაა
კარგად აბა სერგი , მოგებით მაინც დაგესრულებინა ეს რა იყო პროსტა
კარგად აბა სერგი , მოგებით მაინც დაგესრულებინა ეს რა იყო პროსტა
პუჩის გამოყვანა იყო შეცდომა ყველა ბურთი დაკარგა ჯობდა გავი გადმოეწია ცენტრში