მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 6 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 6 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 6 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

6 ნოემბერს “ბარსელონამ” 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 12 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1919 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ხაუმე ელიასი. ის “ბლაუგრანაში” 1943-1948 წლებში თამაშობდა. ელიასმა კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 კოპა ლათინა და 1 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.

1966 წელი

“სარაგოსასთან” სტუმრად 1-0 მოგება “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-500 გამარჯვება გამოდგა.

1991 წელი

ჩემპიონთა თასის მე-2 ეტაპის განმეორებით მატჩში “ბარსელონა” “კაიზერლაუსტერთან” სტუმრად 0-3 მარცხდებოდა. შეხვედრის 90-ე წუთზე ბაკერომ ერთი ბურთი გაქვითა, “ბარსამ” 1-3 წააგო და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე გავიდა.

2013 წელი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში “ბარსელონამ” “მილანი” 3-1 დაამარცხა და მერვედფინალში გასვლა ორი ტურით ადრე გაინაღდა.

ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა. არგენტინელმა ანგარიში პენალტით გახსნა, შემდეგ კი მატჩის 83-ე წუთზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა. კატალონიელთა მესამე გოლი სერხიო ბუსკეტსმა გაიტანა, ხოლო “მილანის” ერთადერთი გოლი ჟერარ პიკეს ავტოგოლს მოჰყვა.

მესისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

2016 წელი

“სევილიასთან” სტუმრად 2-1 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ “ბარსელონას” მაისურით მე-500 გოლი გაიტანა (ითვლება ამხანაგურ თამაშებში გატანილი გოლებიც).

2021 წელი

“ბარსელონამ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი გახდა.

კლუბის ლეგენდა, რომელიც მანამდე ყატარულ “ალ სადს” ხელმძღვანელობდა, რონალდ კუმანის შემცვლელად დაინიშნა. შეთანხმება ითვალისწინებდა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე და კიდევ ორი სეზონით მუშაობას.

ჩავის ოფიციალური წარდგენა მოგვიანებით, 8 ნოემბერს, “კამპ ნოუზე” გაიმართა.

2021 წელი

იმავე დღეს “ბარსელონამ” ლა ლიგაში სტუმრად “სელტასთან” 3-3 ითამაშა.

კატალონიელები პირველი ტაიმის შემდეგ 3-0-ს იგებდნენ. გოლები ანსუ ფატიმ, სერხიო ბუსკეტსმა და მემფის დეპაიმ გაიტანეს. მეორე ნახევარში მასპინძლებმა სამი ბურთი გაიტანეს, იაგო ასპასმა კი 96-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

ეს იყო სერჟი ბარჟუანის ბოლო მატჩი დროებითი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. “ბარსელონამ” სამბურთიანი უპირატესობის მიუხედავად შეხვედრის მოგება 1998 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა.

2022 წელი

ესპანეთის ქალთა ჩემპიონატის მე-8 ტურში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” სტუმრად 4-0 დაამარცხა.

ჯონათან ხირალდესის გუნდიდან გოლები ანა-მარია ცრნოგორჩევიჩმა, პატრი გიხარომ, აიტანა ბონმატიმ და ფრიდოლინა როლფომ გაიტანეს.

“ბარსელონამ” ჩემპიონატში დაუმარცხებელი სვლა განაგრძო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.

2024 წელი

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “ცრვენა ზვეზდა” 5-2 დაამარცხა.

რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ინიგო მარტინესმა, რაფინიამ და ფერმინ ლოპესმა გაიტანეს.

შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მიღწევა დაფიქსირდა:

  • ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რაოდენობა 99-მდე გაზარდა.
  • ჟიულ კუნდემ სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. “ბარსელონას” ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში სამი ასისტი ბოლოს 2018 წელს ჰქონდა შესრულებული.
  • “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა მინიმუმ ოთხი გოლი. ასეთი სერია კლუბს 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონია.
  • რობერტ ლევანდოვსკის მიერ გატანილი მეორე გოლი “ბარსელონასთვის” ჩემპიონთა ლიგაზე მე-700 გამოდგა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2021, 16:11

    ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში. 2021 – 6 ნოემბერი
    ოფიციალურად: ჩავი ბარსას მწვრთნელი გახდა.