workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეტუმ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა

ნეტუმ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა

დღეს, “ბარსას” ბრაზილიელი მეკარე, ნეტუ მურარა, “სიუტატ ესპორტივაზე” მიმდინარე სავარჯიშო სესიაში მონაწილეობას ვერ იღებს, იტყობინება Cadena SER.

ცნობის თანახმად, 32 წლის ფეხბურთელს გრიპი აწუხებს. ვიხილავთ თუ არა მას “სელტასთან” მატჩის განაცხადში, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

ტრავმირებული უსმან დემბელესა და სერჟინიო დესტის ნაცვლად, პირველ გუნდთან ერთად აბდე ეზალზული და გილემ ჟაიმე ემზადებოდნენ. სავარაუდოდ, ისინი ხვალინდელი მატჩის განაცხადში მოხვდებიან.

ლა ლიგის მე-13 ტურის მატჩი, თბილისის დროით, 19:15 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2021, 15:47

    შტეგენი რო გვყავს, საჯარიმოს რისხვა, ეს მუდამ უნდა გვყავდეს სათადარიგოზე მზად.

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 ნოე 2021, 15:06

    არ არის ეს დაბალი დონის მეკარე და ნუი კასლს თუ შევტენით იქ სასტარტოში იქნება