workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დილით ჩავი ბარსელონას წარმომადგენლებს შეხვდა

დილით ჩავი ბარსელონას წარმომადგენლებს შეხვდა

ჩავი ერნანდესი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დღეს “ალ სადთან” კონტრაქტის გაწყვეტის საკითხი ოფიციალურად დაიხუროს.

SER-ის ინფორმაციით, ჩავი დღეს დილით “ბარსელონას” წარმომადგენლებს, მატეუ ალემანისა და რაფაელ იუსტეს შეხვდა. მხარეებს შორის დიდი ხანია შეთანხმება უკვე შემდგარია, ამჯერად განხილვის საკითხი “ალ სადისადმი” მომზადებული შეთავაზება იყო.

უახლოეს საათებში კატალონიელი სპეციალისტი “ალ სადის” მფლობელს, მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ტანის შეხვდება და კლუბიდან წასვლას დააჩქარებს.

“ბლაუგრანას” მომავალი მთავარი მწვრთნელი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან დიდი ხანია მას შეიხის სიტყვა აქვს, რომელიც ითვალისწინებს, რომ კლუბიდან წასვლაში ხელი არ შეეშალოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 04 ნოე 2021, 17:39

    მხარეებს შორის დიდი ხანია შეთანხმება უკვე შემდგარია, ამჯერად განხილვის საკითხი "ალ სადისადმი" მომზადებული შეთავაზება იყო.
    ვეღარ გავიგე, უფულოდ უშვებს და რა დეტალებს ათანხმებენ? კაბინეტიდან რო რამე ზედმეტი არ გამოიტანოს?

  • Albicelecte
    schedule 04 ნოე 2021, 16:56

    არაბებს ეგ აქვთ კარგი თვისება, რომ სიტყვა სიტყვაა და სცემენ პატივს