არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში მესამე ადგილი მიიღო, მადლობას უხდის მილანის “ინტერის” პრეზიდენტ – მასიმო მორატის, მის მიმართ გამოთქმული თბილი სიტყვებისათვის:
“მადლობა მასიმოს ჩემი მისამართით გამოთქმული თბილი სიტყვებისათვის. მე ბედნიერი ვარ, რომ დავიმსახურე ასეთი დონის ადამიანის ქება”.
მაგრამ მესიმ იქვე უარყო ხმები მისი სხვა რომელიმე კლუბში, თუნდაც “ინტერში” გადასვლის შესახებ:
“ბარსელონა” ჩემს გულშია და მე მსურს აქ დავრჩე რაც შეიძლება დიდი ხნით” – განაცხადა მესიმ “uerin Sportivo”–თან ინტერვიუს დროს.
წყარო: www.football.ua
