მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“არსენალი” სესკის გაყიდვას დათანხმდა

“არსენალი” სესკის გაყიდვას დათანხმდა

“არსენალი” დათანხმდა გუნდის კაპიტნის ესპანურ “ბარსელონაში” გაშვებას, გამოგვცემს “as”.

ამავე წყაროს ცნობით “ბარსელონა” ესპანელ ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს გადაიხდის. კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად კატალონიელები “კანონირებს” ახლა 34 მილიონ ევროს გადაუხდიან და 6 მილიონს იმ შემთხვევაში, თუ ფაბრეგასი “ბარსელონაში” წარმატებულად იასპარეზებს.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 5 მილიონი ევრო თავად ფაბრეგასმა გამოყო ტრანსფერის სწრაფად დასრულებისთვის. სავარაუდოდ ტრანსფერი ოფიციალურად ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩამდე დადასტურდება. შეგახსსენებთ, რომ “რეალთან” პირველი მატჩი 14 აგვისტოს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში