workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესიმ წასვლამდე ბარსელონას კუმანის შემცვლელი ურჩია

ლეო მესიმ წასვლამდე ბარსელონას კუმანის შემცვლელი ურჩია

“რაიო ვალიეკანოსთან” წაგების შემდეგ, “ბარსელონამ” რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

ნიდერლანდელის დროებით შემცვლელად სერჟი ბარჟუანი დაინიშნა, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, კატალონიურ გრანდს მალე ჩავი ერნანდესი ჩაიბარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსას” ლეგენდამ, ლიონელ მესიმ კლუბის დატოვებამდე ჟოან ლაპორტას კუმანის იდეალური შემცვლელი დაუსახელა.

Cadena Cope-ის მტკიცებით, არგენტინელ ვარსკვლავს “ბლაუგრანას” თავკაცის რანგში სწორედ ჩავის ხილვა სურდა.

მესი და ჩავი თანაგუნდელები 11 წლის განმავლობაში, 2004/15 წლებში იყვნენ. მათ ერთმანეთის მხარდამხარ 399 მატჩი ჩაატარეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 30 ოქტ 2021, 16:41

    აბა დაუბრუნებიათ მესი და ეგ არის.

  • M10 S9 D11
    schedule 30 ოქტ 2021, 10:41

    ციტატა: ნოდო ბარდაველიძე
    მალე ლეოც დაგვიბრუნდება მიხდა რომ პესეჟე არ არგია


    მიხვდა თორე უნდოდა იქ წასვლა რა

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 30 ოქტ 2021, 10:28

    მალე ლეოც დაგვიბრუნდება მიხდა რომ პესეჟე არ არგია

  • M10 S9 D11
    schedule 30 ოქტ 2021, 04:32

    იცოდა რაც იყო გუნდისთვის საუკეთესო ❤️