ესპანურ პრესაში ყველა ერთხმად თანხმდება, რომ უახლოეს მომავალში “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი გახდება, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ჩაიბარებს გუნდს ლეგენდის დაბრუნებამდე, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
ცოტა ხნის წინ Cadena SER-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბარსას” დროებით სერჟი ბარჟუანი გაწვრთნის, თუმცა RAC1 განსხვავებულ ცნობებს ავრჩელებს. ეს უკანასკნელი წყარო იტყობინება, რომ “ბლაუგრანაში” დროებით მწვრთნელის მოვალეობას ალბერ კაპელიასი შეასრულებს.
კაპელიასი “ბარსელონასთვის” კარგად ნაცნობი სახეა. იგი ამჟამად კლუბის სკოლის აკადემიაში მუშაობს. აქამდე, 1999-2003 წლებში, ალბერი “ბარსა ბ-ს” სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, შემდეგ კი ნიდერლანდებში, გერმანიაში, დანიაში, ისრაელსა და ჩინეთში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.




ეხლა დიდი განსხვავება არა მგონია იყოს სერჟი ბარჟუანი გაწვრთნის ორი კვირით თუ ალბერ კაპელიასი. მაგრამ ის რომ სულ უმწვრთნელოდ რაიო ვალეკანოსთან არ წააგებდნენ ნაღდია.
ახლა რო ამან მოხოდოს :დდ