რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ “ბარსელონას” დროებითი მწვრთნელი ეყოლება და ეს სერჟი ბარჟუანი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Cadena SER ავრცელებს.
წყარო იტყობინება, რომ კუმანის შემცვლელის მოსვლამდე გუნდს დროებით ბარჟუანი ჩაიბარებს. იგი დღევანდელ ვარჯიშს გაუძღვება.
ესპანურ პრესაში ყველა თანხმდება, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს ჩავი ერნანდესი შეცვლის. მატეო მორეტოს ცნობით, ჩავის ბარსელონაში ჩაფრენა დღეს მოსალოდნელი არაა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია.
სერჟი ბარჟუანი ამჟამად “ბარსელონა ბ-ს” წვრთნის.




ზამთრამდე ალბათ ეს ჩაიბარებს და იანვარში მოვა ხავი.
და ჩავი რას ელოდება. არ ეძახის ლაპორტა ჯერ? თუ კიდევ ყავს სხვა კანდიდატები?
ამას დატოვებს ლაპორტა სეზონის ბოლომდე
ეხლა ეს რო გაიჩითოს ფლიკისნაირი ცხოველი😂