კოლიადოთი რამდენიმე კლუბი ინტერესდება – მათ შორის, პიკეს ანდორა

კოლიადოთი რამდენიმე კლუბი ინტერესდება – მათ შორის, პიკეს ანდორა

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონას” ახლაგაზრდა ფეხბურთელით, ალექს კოლიადოთი რამდენიმე კლუბი ინტერესდება.

ზემოაღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ესპანელის შეძენა კვლავ სურთ ბელგიურ “ბრიუგესა” და “შეფილდ იუნაიტედს”. ასევე, მოთამაშეს “ბეტისი”, “პარმა” და “კოპენჰაგენი” აკვირდებიან.

კატალონიური გამოცემის თანახმად, 22 წლის შემტევის მიმართ ინტერესს, ჟერარ პიკეს მფლობელობაში მყოფი “ანდორაც” იჩენს.

როგორც ცნობილია, “ბარსა”, ისევე, როგორც თავად კოლიადო, იჯარის ვარიანტს განიხილავს (გამოსყიდვის უფლების გარეშე).

მოგეხსენებათ, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ალექსის დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, რის გამოც მას მოედანზე გასვლა მხოლოდ ვარჯიშებისას უწევს. კატალონიურ გრანდთან მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა ძალაში.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Albicelecte
    schedule 19 ოქტ 2021, 18:52

    პიკეს ანდორა?! ეს უკვე ცინიზმია, ახალგაზრდა ფეხბურთელს ფაქტიურად კარიერის დასრულებისკენ მოუწოდებ rage

  • nika 54
    schedule 19 ოქტ 2021, 17:42

    ბრიუგეში გაუშვან, ლიგაზეა გუნდი, თან პსჟ-თან და სიტისთან ერთად კარგ გამოცდილებას მიიღებს. თუმცა ახალი წლიდან უკვე აღარ შეხვდება არცერთს. უარესები იქნებიან ალბათ.

  • El pistolero 9
    schedule 19 ოქტ 2021, 17:28

    დემირს ათი თავით აჯობებდა!!

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 ოქტ 2021, 16:35

    ეს ბიჭი ძაან მეცოდება როგორ დატოვეს უქმად ამ დამპლებმა, ვითომ შემტევები გვყავდეს თავზე საყრელად, თან მარჯვნივ მაინც გვჭირდება ხალხი და იმედია მიეცემა შანსი

  • La Pulga10
    schedule 19 ოქტ 2021, 16:34

    მარტო ამ კაცის გამოა გასაგდები კუმანი.ტიპმა მენტალურ პრობლემებამდე მიიყვანა კოლიადო,ხელი აიღო ლამის ფეხბურთზე.