workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: ბარსელონა დანი ალვესის დაბრუნებას გამორიცხავს

MD: ბარსელონა დანი ალვესის დაბრუნებას გამორიცხავს

კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელები დანი ალვესის ტრანსფერს გამორიცხავენ. 

38 წლის მარჯვენა მცველის შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი მას შემდეგ გახშირდა, რაც ის ბარსელონაში ვიხილეთ. დანის, რომელიც ბოლოს “სან პაულუში” თამაშობდა, ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს და მისი შეძენა დიდ ფინანსებთან დაკავშირებული არ იქნება.

ხელმძღვანელების თქმით, “ბარსას” პრიორიტეტი ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებაა, ვეტერანებზე დამოკიდებულება კი თანდათან უნდა შემცირდეს.

პარალელურად, ჟურნალისტი ორიოლ დომენეკი წერს, რომ ალვესმა კლუბს თხოვნით უკვე მიმართა. ანაზღაურების რაოდენობა მისთვის პრობლემას არ შექმნის, “ბარსელონას” კი საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. 

ასაკის მიუხედავად, დანი ალვესი პოზიციის გაძლიერების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. 2016 წელს მისი წასვლის შემდეგ “ბლაუგრანას” სტაბილური მარჯვენა მცველი არ ჰყოლია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 16 ოქტ 2021, 18:10

    ხელმძღვანელების თქმით, "ბარსას" პრიორიტეტი ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებაა, ვეტერანებზე დამოკიდებულება კი თანდათან უნდა შემცირდეს.
    დაიწყეთ იმით, რომ თუ მარტო ახალგაზრდებით გინდათ ფონს გასვლა, მაშინ აგუერო, პიანიჩი( ისევ ბარსაში ირიცხება), ის მეორე დე იონგი რისთვის მოიყვანეთ?
    ან თუ ესეთი ჭკვიანები ხართ ეგებ ენრიკესთვის გეკითხათ: რატომ ათამაშებს 17-18 წლის გავი, პედრის 33 წლის ბუკეტსის გვერდით? ან ოლიმპიადას მაინც არ უყურეთ, როგორ მიუძღოდა 38 წლის ალვესი 23 წლის ფეხბურთელებს გამარჯვებისკენ?
    კაროჩე არაფერიც არ იციან ამათ, ყველა ჩვენი ფეხბურთელი თავ-თავიანთ ნაკრებებში თითით საჩვენებლები არიან და ამათ რაღაცა "ახალი ერა" დაარქვეს სიტუაციას როცა მესი უტვინობით დაკარგეს. ეს ალვესი დემბელეს ხელფასს გთხოვთ? თუ ძირითადში დამაყენეთო აუცილებლად იძახის?

  • me da barca
    schedule 16 ოქტ 2021, 17:40

    აუ ეს იყოს ახლა 23-24 წლის, 10-12 წელი ამ პოზიციაზე პრობლემა არ გვექნება.

  • M10 S9 D11
    schedule 16 ოქტ 2021, 14:31

    ჯერ რო გავუშვით მაშინ დავუშვით შეცდომა და ახლა კიდე ამის უკან არ მოყვანით ვუშვებთ შეცდომას

  • El pistolero 9
    schedule 16 ოქტ 2021, 13:28

    მე მაგრად მინდა რო დააბრუნონ. ბარეორ მცველს დღესაც ჯობია

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 ოქტ 2021, 12:17

    ჩემი აზრით კარიერა აქ უნდა დაემთავრებინა, შემდეგ კი აქ სადმე უნდა დაესაქმებინათ, მაგრამ ლეგენდების პატივისცემა აქ არ აქვთ