workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ზაფხულში თავისუფალ აგენტებს აქტიურად დააკვირდება

ბარსელონა ზაფხულში თავისუფალ აგენტებს აქტიურად დააკვირდება

“ბარსელონას” ძალიან რთული დრო უდგას – ეკონომიკური პრობლემების მასშტაბი არნახულია და ამავე დროს გუნდში ცვლილებებია საჭირო. ეს უკანასკნელი გონივრული მოქმედებებისა და ფინანსების სწორად გადანაწილების გარეშე არ გამოვა. სწორედ ამიტომ, კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მაქსიმალურად აქტიურად დააკვირდება თავისუფალ აგენტებს და გაძლიერებას ამ გზით შეეცდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხმაურიან ტრანსფერს არ უნდა ველოდეთ. როგორც იწერება, ფინანსების დიდი ნაწილი ერთი ფეხბურთელის ტრანსფერში დაიხარჯება, რომელიც, სავარაუდოდ, შემტევი იქნება. სხვა პოზიციებს კი თავისუფალი აგენტების ბაზარზე აქტიურობით უნდა მიეხედოს.

“ბლაუგრანა” გასულ ზაფხულსაც სწორედ ასე მოიქცა – კლუბმა უფასოდ სერხიო აგუერო, მემფის დეპაი და ერიკ გარსია დაიმატა. გარსიასა და აგუეროსი რა გითხრათ, თუმცა მემფისმა ნამდვილად გაამართლა და “ბარსას” ლიდერად ჩამოყალიბდა.  

“ბარსელონაში” კარგად იციან, თუ რომელი ფეხბურთელები იქნებიან ხელმისაწვდომნი – ესენი ძირითადად ვეტერანები არიან, რომელთაც მეორეხარისხოვანი როლის შესრულება და გამოცდილების შეტანა შეუძლიათ. მთლიანობაში, კლუბი ყველაზე პოზიციაზე მოთამაშე თავისუფალ აგენტებს დააკვირდება. Mundo Deportivo მათ ჩამონათვალს გვთავაზობს.

მეკარე

“ბარსა” მეკარის შეძენაზე აქტიურად ფიქრობს, თუმცა ამაში ფულის გადახდა არ სურს. კლუბი, “აიაქსის” კარის დარაჯის, ანდრე ონანას აგენტს უკვე დაუკავშირდა. კამერუნელი “ლა მასიას” აღზრდილია და, როგორც ცნობილია, “ბლაუგრანაში” დაბრუნებას ისურვებდა. 

მეორე ვარიანტი “პორტუს” 22 წლის პერსპექტიული მეკარე, დიეგო კოშტაა. მისი შეძენა მომავალზე გათვლილი ნაბიჯი იქნება.

მარჯვენა მცველი

“ბარსელონამ” ზაფხულში სერჟი ორიეს ტრანსფერი გამორიცხა, თუმცა მარჯვენა მცველის პოზიციაზე სხვა ვარიანტებიც არსებობს. მათ შორის, “აიაქსის” ახალგაზრდა უკანახაზელი, ნუსაირ მაზრაუი და “ჩელსის” კაპიტანი, სეზარ ასპილიკუეტა არიან. ორივე მათგანის კონტრაქტებს ვადა 2022 წლის ივნისში გასდის.

ცენტრალური მცველი

ივნისში თავისუფალი აგენტი ანტონიო რუდიგერი ხდება, თუმცა მასზე დიდი კონკურენცია იქნება – გერმანელით ევროპული კლუბების დიდი ნაწილია დაინტერესებული. რუდიგერის გარდა, უფასოდ ანდრიას კრისტიენსენის, ნიკლას ზულეს, ლუის ფელიპეს, ალესიო რომანიოლისა და დან-აქსელ ზაგადუს ხელში ჩაგდება იქნება შესაძლებელი. ყველა მათგანი “ბარსელონასთან” სხვადასხვა დროს იყო დაკავშირებული.

ნახევარმცველები

ნახევარმცველთაგან მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტები შემდეგი ფეხბურთელები ხდებიან: პოლ პოგბა, ჰენრიხ მხითარიანი, ბუბაქარ კამარა, მარსელო ბროზოვიჩი, ივან პერიშიჩი, ჯესი ლინგარდი, ფაბიო ვიერა, ისკო, ფრანკ კესიე. “ბარსელონა” აქტიურად პოლ პოგბასა და ფრანკ კესიეს დამატებას განიხილავს. 

გარემარბები

“ბარსელონას”, ანსუ ფატისა და უსმან დემბელეს სახით, ახალგაზრდა ფლანგის ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა მათ კონკურენცია არ აწყენდათ. ზაფხულში თავისუფალი აგენტი ბევრი საინტერესო მოთამაშე ხდება, მათ შორის ანხელ დი მარია, ფედერიკო ბერნარდესკი, პაულო დიბალა, ლორენცო ინსინიე და ჯერემი ბოგა. მათმა სახელებმა “ბარსელონას” ირგვლივ სხვადასხვა დროს გაიჟღერა და არაა გამორიცხული, კლუბი მათ ისევ მიუბრუნდეს.

თავდამსხმელები

2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი თვით კილიან მბაპე ხდება, რომელიც პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტს, სავარაუდოდ, არ გაახანგრძლივებს, თუმცა ეს “ბარსელონასთვის” სასიხარულო სულაც არაა. დიდი ალბათობით, ფრანგი ბავშვობის ოცნებას აიხდენს და მადრიდის “რეალს” შეუერთდება. “ბარსას” კი ისეთი ალტერნატივები დარჩება, როგორებიც ანდრეა ბელოტი, ალექსანდრ ლაკაზეტი და დივოკ ორიჯი არიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 14 ოქტ 2021, 18:23
    #8

    გავედით მეორადების ბაზარზე?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 14 ოქტ 2021, 11:14
    #7

    ისე აქ ხალხი დაწერს დიმარია არა ჯეკო კიდეო,32 წლისააო,არადა ზუსტად ეგ გვჭირდება მარჯვენა ფლანგზე სანამ ფული გამოჩნდება ვინმეს საყიდლად დემბელეს თუ გააგდებენ ან სტერლინგი იქნება მოსაყვანი და ან კიდე რავიცი ვინმე თუნდაც ინსინიე.პოგბა თუ ვერა ბროზოვიჩიც არაა ცუდი მაგრამ მაგის ყიდვას ისევ გავის ძირითადობა ჯობია.დაფვაში რომანიოლი კარგი ვარიანტია და რუდიგერი ვაფშე დაგვხატავს მაგრამ ვინ მოგვცემს,მეკარე კიდე ონანა ცოდვაა სკამზე და მეორე ვინაა არ ვიცი.

  • Pirat❤️💙
    schedule 14 ოქტ 2021, 07:55
    #6

    რუდიგერი ან ზულე უეჭველი დასათრევებინარიან

  • kanja
    schedule 14 ოქტ 2021, 02:20
    #5

    ჩამოწერილი ფეხბურთელები აკლია ახლა ბარსას…ესენი მგონი კოლექციონერები არიან…

  • El pistolero 9
    schedule 14 ოქტ 2021, 01:08
    #4

    ერთი წესიერი მწვრთნელი რო მოიყვანონ არა?

  • CuleTillIDie
    schedule 14 ოქტ 2021, 00:05
    #3

    რუდიგერი კარგი იქნებოდა, მაგრამ ინტერის ბასტონი უმაგრესია. 22 წლისაა თან. ეგ და არაუხო ცენტ მცველებად

  • Lasho
    schedule 13 ოქტ 2021, 23:13
    #2

    თუ ყიდვას ვერ ქაჩავენ.. ონანა, მაზრაუი, რომანიოლი, პოგბა(კესი) რავი ესენი რო მოყარონ ნარმალნა

  • ROUCH
    schedule 13 ოქტ 2021, 22:34
    #1

    თავისუფალი აგენტები თორე მესები არ მყავდნენ ეგენიც. მაშ პსჟს თავისუფალი აგენტები და ბარსასი ერთია მარტო მესი უდრის აქმორეკილ ნახირს დონარუმაზე რო არაფერი ვთქვათ. ეჩალიჩათ მაგ ბიჭზე ეხლა რო ვიღაცა სიკო მეკარეებით ინტერესდებიან