“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, გაბრიელ მილიტო პარასკევს დილით წარდგენილი იქნება როგორც “ინდეპენდიენტეს” ახალი ფეხბურთელი.
მიუხედავად იმისა, რომ მილიტოს ჯერ კიდევ კლუბისგან თავისუფალი აგენტის სტატუსი არ მიუღია ადგილობრივი დროით 18:30 საათზე წარდგენილი იქნება “ინდეპენდიენტეს” ახალ ფხბურთელად. ამის შესახებ ცნობებს არგენტინული სააგენტოები ავრცელებენ.
მილიტო მესამე ფეხბურთელი იქნება, რომელიც კლუბს დატოვებს. მიმდინარე ზაფხულს “ბარსელონა” დატოვეს ბოიან კრკიჩმა (“რომა”) და ჟეფრენ სუარესმა (“სპორტინგი”).