“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, 23 წლის ჟეფრენ სუარესი ლისაბონის “სპორტინგში” გადავიდა.
ჟეფრენმა პორტუგალიურ კლუბთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. “ბარსელონამ” ფეხბურთელში 3.7 მილიონი ევრო მიიღო. თავდაპირველად ვრცელდებოდა, რომ ესპანელის სანაცვლოდ კატალონიური კლუბი 5 მილიონ ევროს მიიღებდა. სუარესის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს.
გასულ სეზონში ფეხბურთელმა “ბარსელონას” შემადგენლობაში 13 მატჩი გამართა და ერთი გოლი გაიტანა.

![დღის გოლი – ჟეფრენ სუარესი [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2020/11/1605360232_1f511d0d-4181-4c9e-b261-804500c20e81.jpeg)