დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რონალდ კუმანი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
ნიდერლანდელის შეცვლის მთავარ კანდიდატებად ანდრეა პირლო, ჩავი ერნანდესი და რობერტ მარტინესი სახელდებიან. ახლა კი Mundo Deportivo იტყობინება, რომ კატალონიური კლუბი გერმანელი მწვრთნელების ვარიანტებსაც განიხილავს.
კერძოდ, ჟოან ლაპორტას “ჩელსის” თავკაცის, თომას ტუხელის ვარიანტი მოსწონს ყველაზე მეტად, მაგრამ მისი კონტრაქტი 2024 წლამდე მოქმედებს. იგივეა “ლივერპულის” თავკაცის, იურგენ კლოპის შემთხვევაშიც.
წყაროს ცნობით, “ბარსელონას” საბჭოს წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რალფ რანგნიკი იდეალური “ხიდი” იქნებოდა 2022 წლამდე, ვიდრე “ლურჯ-ბროწეულისფერები” ტუხელის ან კლოპის მოყვანას შეეცდებიან. რანგნიკი ამჟამად, მოსკოვის “ლოკომოტივში”, სპორტული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. აქამდე მას სხვადასხვა გერმანული კლუბები გაუწვრთნია, ბოლოს კი ის “ლაიფციგს” წვრთნიდა.




მე ვატყობ ეს მწვრთნელის ძებნა კიდევ კაი ხანს გაგრძელდება და მწერლებსაც საწერათ (თუნდაც ჭორების), კაი დრო მიეცემათ. ადვილია დღეს წერ რო კლოპი მოდის და ხვალ, რომ თურმე კლოპი არ აპირებს მოსვლას. და ასე შემდეგ.
რა რანგნიკი და მოსკოვის ლოკომოტივი კაცო !
მართლა ნებისმიერი გერმანელი კი არ გვინდა !
მასე ლიოვიც გერმანელია თან ისეთი ბექგრაუნდით ეგ რანგნიკია თუ ბრანგნიკი ათჯერ რომ დაიბადოს მწვრთნელად ლიოვთან ახლოს ვერ მივა! მაგრამ გვინდა ეხლა ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ლიოვი ?
…..სამწუხაროდ ამ გერმანელებიდან (კლოპი, ტუხელი , ფლიკი , ნაგელსმანი) ეხლა ვერავინ ვერ მოვა
ამიტომ შროიდერ/ლარსონზე უკეთეს ვარიანტს სეზონის ბოლომდე მე პირადად ვერ ვხედავ სეზონის ბოლოს კიდევ ვნახოთ რისი ერთი ადგილი აქვს ლაპორტას (თუ უკვე ბართომეუ 2-ს
)
აბა რაა , ამათგან ნებისმიერი ჯობს ყველას დანარჩენს რაც აქამდე თქმულა.)
კლოპი დახატავდა ბარსას დემბელესაც აათამაშებდა
რა რაგნიკი?რა 2022 ში უნდათ კლოპის ან ტუხელის მოყვანა?სად ბანაობთ.კლოპმა შესვენება მინდაო თქვა,ისევე როგორც პეპმა.ტუხელი კიდე აწყობილი გუნდისან არ წავა.
რა ტყუალდ ხარჯავენ ახლა დროს რომელი მოუვა ახლა
კლოპი ლივერპულს ახლა არ მიატოვებს ტუხელი ხო საერთოდ საათივითაყავს გუნდი აწყობილი და მაქიდან წამომსველილი კაი ხანია არაა მითუმეტეს ახლა
კლოპი ძაან მაგარი ვინმეა.. შეუძლია არაფრისგან შექმნას გუნდი და ფერმერები მსოფლიო კლასის ფეხბურთელებად აქციოს, რაც უკვე დაამტკიცა მაგრამ, ამას ვინ გამოუშვებს ჩვენთან
Girs amis moyvana ro?? Ravari tipia?