workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესი: ჩავი ბარსელონაში? ახლა ამის დრო არაა

ლუის სუარესი: ჩავი ბარსელონაში? ახლა ამის დრო არაა

“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, ლუის სუარესი, რომელიც ამჟამად “ატლეტიკოში” ასპარეზობს, Sport-თან ინტერვიუში ჩავიზე, ლეო მესისა და კატალონიური გრანდიდან წასვლაზე საუბრობს:

ჩავი “ბარსას” მწვრთნელად? იმის გათვალისწინებით, რაც მან ფეხბურთელობისას გააკეთა, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, არ ვფიქრობ, რომ დღეს, ხვალ ან ზეგ ამის დროა. ერნანდესი ძალიან ჭკვიანი ადამიანია და კარგად იცის, რა მდგომარეობაა კლუბში. ის საჭირო მომენტს უნდა დაელოდოს.

ჩავის გუნდში კოლეგები ჰყავს, გადაწყვეტილებების მიღება კი მათთან ერთად მოუწევს, რაც რთული იქნება. თუმცა, მას ძალიან კვალიფიციურ სპეციალისტად მივიჩნევ. “კამპ ნოუზე” დაბრუნება ერნანდესს ისეთივე დიდებულ მწვრთნელად აქცევს, როგორიც მოთამაშეც იყო.

ლეო მესიმ მითხრა, რომ კარიერის დასრულება “ბარსელონაში” სურდა და რომ ეს ყველაზე მეტად გააბედნიერებდა.
ჩემი გაშვება კუმანის გადაწყვეტილება იყო – ის ცუდად მომექცა და ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, თითქოს 15 წლის ვიყავი. ასევე, საქმეში გარეული გახლდათ ბართომეუც, რომელიც ამბობდა, რომ გასახდელი ოთახისთვის საზიანო ვიყავი.
კუმანსა და ლაპორტას ომი აქვთ გამოცხადებული, რაც ფეხბურთელებს აზარალებს.
იმედი მაქვს, “ბლაუგრანას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში გუნდს დავეხმარები. თუ გოლს გავიტან, აღნიშვნას არ ვაპირებ, რადგან ამ კლუბს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • M10 S9 D11
    schedule 30 სექ 2021, 18:33

    მოკლედ მაგრად გაქვთ დარხეული ჯეკამო

  • Bojan Krkic
    schedule 30 სექ 2021, 18:30

    მართალი ჯეკა, მიწასთან გასწორებულ გუნდში მოვიდეს და მერე ჩვენ ვასხათ, ლეგენდის სტატუსს არ დაკარგავს, ცოტა ფეხზე რომ დადგება გუნდი და რესურსი ექნება, მერე უნდა მოიყვანონ

  • Don_Andresito
    schedule 30 სექ 2021, 18:11

    ციტატა: nika 54
    ერთი წელი როგორ გამოგვადგებოდა ეს კიდევ.


    ლა ლიგას მოვიგებდით.

  • nika 54
    schedule 30 სექ 2021, 17:47

    ერთი წელი როგორ გამოგვადგებოდა ეს კიდევ.

  • Davita
    schedule 30 სექ 2021, 17:42

    ჯეკას რო გუნდიდან გააგდებ და ფორვარდად დეიონგს დასვავ რაზე უნდა ილაპარაკო საერთოდ, ტიტული კიარა ჯგუფიდან გასვლა გვაქ მიზნად და ლალიგაში ოთხეულში შესვლა, ვალენსიას დონეზე ვართ

  • EL MAESTRO 6
    schedule 30 სექ 2021, 17:29

    მართალია ჯეკა იმენა.. კუმანი ახლავე უნდა მოიხსნას და თუ შროიდერი გვეყოლება ზაფხულამდე წესით არ შევრცხვებით.. ზაფხულში უკვე პიკე და ბუსკვერცხი უნდა წავიდნენ და მოვა მერე ჩავიც

  • Tornike Zarkua
    schedule 30 სექ 2021, 17:21

    ეე რაკაცი გავუშვით

  • NEYBarca
    schedule 30 სექ 2021, 17:06

    ჯობია ბუსკვერცხი რომელიმე ნავთობის ქვეყანაში გაიყიდოს, ან კარიერა დააასრულოს და პიკემაც დაასრულოს კარიერა, თორე არ უნდა ჰავის ასეთ გუნდში მოსვლა ვერ ხვდებით ?

    ყველაზე კაი ვარიანტად შროიდერის დატოვება მგონია ზაფხულამდე და მერე კი დაამთავრებს პიკე და ბუსკვერცხი კაირერას და გზა ხსნილი ექნება ჰავის .

  • Albicelecte
    schedule 30 სექ 2021, 16:59

    გასაგებია, იცნობს ჯეკა შიდა სამზარეულოს barca-6