“ბარსელონას” 18 წლის შემტევმა, ანსუ ფატიმ, რომელიც თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ გუნდის განაცხადში დაბრუნდა, კლუბის ოფიციალურ არხთან ინტერვიუ ჩაწერა.
ტრავმა მძიმე იყო. მალევე გავიგე, რომ გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდებოდა. მოუთმენლად ველი, როდის გავალ ისევ მოედანზე. ეს ისაა, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მიყვარს.
ტრავმა პიროვნულად გაზრდაში გეხმარება. ამ პერიოდში ბევრი რამე უკეთესად გავაცნობიერე. ვისწავლე, როგორ უნდა დავაფასო მცირე დეტალები.
ტრავმა პიროვნულად გაზრდაში გეხმარება. ამ პერიოდში ბევრი რამე უკეთესად გავაცნობიერე. ვისწავლე, როგორ უნდა დავაფასო მცირე დეტალები.
დღე, როცა მინდორზე ვარჯიში დავიწყე, ძალიან ემოციური იყო – მამაჩემი და ჩემი უმცროსი ძმა მახლდნენ. როცა ბურთს შევეხე და სირბილი შევძელი, ტირილი დავიწყეთ.
ჩემი ოჯახი მუდმივად გვერდში მედგა. მათ ამ ყველაფრის გადატანა ჩემზე მეტად უძნელდებოდათ. ყველაფერი ბევრად უფრო რთული იქნებოდა, რომ არა ისინი. ჩემი ძმა ყოველდღე მეკითხებოდა: “როდის ითამაშებ?”, მე კი პასუხი არ მქონდა. ეს ძალიან ძნელი იყო.

გულშემატკივრების მხარდაჭერას ვაფასებ. მათ მაგრძნობინეს, რომ მარტო არ ვიყავი. არაერთი გულთბილი მესიჯი მივიღე, რაც გამოჯანმრთელების პროცესში მეხმარებოდა და უკეთეს განწყობაზე მაყენებდა.
ერთი სული მაქვს, როდის გავალ “კამპ ნოუზე”. ეს განსაკუთრებული დღე იქნება. მინდა, ფანების ნდობა გავამართლო.
ერთი სული მაქვს, როდის გავალ “კამპ ნოუზე”. ეს განსაკუთრებული დღე იქნება. მინდა, ფანების ნდობა გავამართლო.
ძალიან მინდა, თამაში დავიწყო და თავი ფეხბურთელად ვიგრძნო – ერთი წელია, ეს არ გამიკეთებია. თანდათან რიტმში ჩავჯდები და თავდაჯერება მომემატება. ვეცდები, ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავალ, გუნდს რაღაც ახალი შევთავაზო.
10 ნომრის ტარება დიდი პატივი და გამოწვევაა. სხვა ფეხბურთელებთან ერთად, ამ მაისურს რონალდინიო და ლეო ატარებდნენ. მადლობელი ვარ, რომ კლუბმა ეს შესაძლებლობა მომცა. რა თქმა უნდა, ეს წნეხის გაზრდას ნიშნავს, მაგრამ პირველ გუნდში თამაში ისედაც ძალიან საპასუხისმგებლოა.
– განაცხადა ფატიმ.

azulgerana,
ეგ როდის აქედან? 2006-დან ვუყურებ და ბარსას ფანებიდან საკუთარი ფეხბურთელისადმი შეცდომის არ პატიება, სტვენა და მსგავსი რაღაცეები არ მახსოვს, სანამ ბართომეუმ არ მოგვსპო. ბერნაბეუზე მახსოვს ეგეთები და არ უნდა დავემსგავსოთ მაგათ
10 წლის მერე არავის ემახსოვრება. ბოისნ კრკიჩი 2
არცერთი ნაბიჯი უკან, და აღარცერთი გამოტოვებული მატჩი, მხოლოდ წინ ფატი, და მხოლოდ დიდი გამარჯვებებისკენ!!!
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ეს ბავშვი და ძალიან მეიმედება! მიხარია მისი დაბრუნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბავშვი ფსიქოლოგიურადაც ძლიერია, ასეთი ტრავმის გადატანის შემდეგ მისი რწმენა და გამოჯანმრთელება-დაბრუნების იმედი იყო პირველ რიგში მნიშვნელოვანი, არ დაითრგუნა და აღარც მუხლის შიში აქვს, აწი ამას აღარაფრის შეეშინდება, იფრენს თავისი 10-ნომრიანი მაისურით, ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა!
როგორ მჯერა მისი და ძალიან გთხოვთ, არ გადამაფიქრებინოთ რაა…
P.S. მისი ოჯახი ცალკე თემაა, ბრავო მათ ასეთი ერთიანობისა და გვერდში დგომისთვის!!!
მის ოჯახზე რა იცი მოგვიყევი. ისე ამ ეტაპზე ყველას გვეიმედება და დარწმუნებული ვარ ააქვს შესაძლებლობა რომ ბამპეს სახელი მაინც ატაროს ფეხბურთის ისტორიაში
ღმერთო, მიეცი ამ ბავშვს ყველაფერი, რაზეც უოცნებია! მიეცი ჯანმრთელობა, ძალა და ენერგია, რომ ყოველ ჯერზე, თამაშის ბოლოს თავაწეული, ამაყად ტოვებდეს მოედანს ფანების ოვაციების თანხლებით!

არცერთი ნაბიჯი უკან, და აღარცერთი გამოტოვებული მატჩი, მხოლოდ წინ ფატი, და მხოლოდ დიდი გამარჯვებებისკენ!!!
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ეს ბავშვი და ძალიან მეიმედება! მიხარია მისი დაბრუნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბავშვი ფსიქოლოგიურადაც ძლიერია, ასეთი ტრავმის გადატანის შემდეგ მისი რწმენა და გამოჯანმრთელება-დაბრუნების იმედი იყო პირველ რიგში მნიშვნელოვანი, არ დაითრგუნა და აღარც მუხლის შიში აქვს, აწი ამას აღარაფრის შეეშინდება, იფრენს თავისი 10-ნომრიანი მაისურით, ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა!
როგორ მჯერა მისი და ძალიან გთხოვთ, არ გადამაფიქრებინოთ რაა…
P.S. მისი ოჯახი ცალკე თემაა, ბრავო მათ ასეთი ერთიანობისა და გვერდში დგომისთვის!!!
ეს ბიჭი არაა ბარსას ერდგული და ვერც ბარსას ფასეულობებს ხედავს და მგონია მალე წავა.
უნდა გაამართლო თორე შეცდომებს არავის ვპატიობთ ბარსას გულშემატკივრები
წარმატებები ფატი 😎🤘
იმედია ამის ტრამვაზე აღარ მოგვიწევს ლაპარაკი.
აბა შენ იცი შენი იმედი მაქ..იმედია კარგად დაბრუნდები და ფორმაში შეხვალ