workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლევანტესთან ფატის დაბრუნება შესაძლებელია, პედრის – თითქმის გამორიცხული | AS

ლევანტესთან ფატის დაბრუნება შესაძლებელია, პედრის – თითქმის გამორიცხული | AS

Diario AS “ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტების, ანსუ ფატისა და პედრის შესაძლო დაბრუნების შესახებ ახალ ინფორმაციას გვთავაზობს.

რონალდ კუმანმა უკვე განაცხადა, რომ შესაძლოა, ფატი “ლევანტესთან” მატჩის განაცხადში მოხვდეს, თუმცა მან არც ის გამორიცხა, რომ 18 წლის ფეხბურთელის დაბრუნება რამდენიმე დღით გადაიდოს და ის მოედანზე “ბენფიკას” წინააღმდეგ ვიხილოთ. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ, ექიმებმა ახალგაზრდა შემტევს თამაშის უფლება მისცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფატის დაბრუნება ნაჩქარევი არ იქნება – თუ ის “ლევანტეს” წინააღმდეგ დაბრუნდება, მოედანზე 20 წუთზე მეტს არ გაატარებს.

რაც შეეხება პედრის, კვირას მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია – გონსალესს ჯერ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, შეხვედრა კი 2 დღეშია. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ხვალ დილით მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეს. ფრენკი დე იონგის დისკვალიფიკაციის პირობებში, მისი გამოჯანმრთელება ძალიან მნიშვნელოვანია. გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის ნახევარმცველი, შესაძლოა, “ბენფიკასთან” მატჩისთვის მზად იყოს.

ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა, “ბარსელონას” ლაზარეთში ჟორდი ალბა, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, მარტინ ბრეითუეიტი და ალეხანდრო ბალდე რჩებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 25 სექ 2021, 14:25

    ბენფიკამდე ჯობია ლევანტესთან დააყენონ ცოტა ხნით, ბენფიკა ვირების გუნდია და ეს ახლად მორჩენილი ბავშვი არ გადაგვითელონ.

  • azulgerana
    schedule 24 სექ 2021, 23:23

    ფატი კაი ბიჭია თუმცა არ მჯერა მისი მომავლის

  • Prometheus
    schedule 24 სექ 2021, 22:03

    ნიკო რიკი გავი და კოუ წესით ჩაანაცვლებენ რამენაირად 1 თამაში ფრენკის

  • Albicelecte
    schedule 24 სექ 2021, 21:48

    აჰა, კუმანმა მე-2 მატჩი ვერ მოიგო და ისევ მწვრთნელია, თუკი ამასაც გააგორებს, მაშინ?!
    პედრი არ ვიცი რაიმეს შეცვლის თუ არა მოედანზე რომ იყოს, თუმცა სხვა მწვრთელებისგანაც ექნება ნდობა
    ენრიკე არაა სულელი, ძირითადში რომ ყავდა სულ