ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, დისკვალიფიკაციის გამო გუნდის მომდევნო 2 შეხვედრას გამოტოვებს.
კუმანი “ბარსას” 26 სექტემბერს, “კამპ ნოუზე”, “ლევანტესთან” და 2 ოქტომბერს, სტუმრად მადრიდის “ატლეტიკოსთან” ვერ გაუძღვება.
გაძევების მიზეზი მსაჯის გადაწყვეტილების ისეთი ფორმით გაპროტესტება იყო, რასაც დისციპლინური კომიტეტი გადამეტებულად მიიჩნევს. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მსაჯებს თამაშის მიმდინარეობისას უხეშად მიმართა.
კომიტეტმა გადაწყვეტილება ფრენკი დე იონგის წითელ ბარათთან დაკავშირებითაც მიიღო: როგორც მოსალოდნელი იყო, “ბარსელონას” საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ნახევარმცველი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.




კიდევ წითელ ბარათს წერთ, წითელი ამ მატჩში ეს ორი ყვითელის შედეგია, პირდაპირ წითელზე კი შეიძლება 3-4 მატჩიც გამოგატოვინონ. ამიტომ უნდა დაიწეროს რო ერთ-ერთ ყვითელს ასაჩივრებს ბარსა.თუმცა არც ვარი და არც სამსაჯო კომიტეტი ყვითელს თითქმის არასდროს არ აუქმებს. მეტიც ვარ-ი არც კი განიხილავს ყვითლის გაუქმებას.
ჰა-ჰააა.. :დდდ
კუმანს მაინც არაფერი ეშველება.
ასეც ვიცოდი არ დააკმაყოფილებდნენ, მსაჯს ხომ არ გაამტყუნებენ.
ჰა-ჰააა.. :დდდ
ანუ ლევანტესტან მატჩის მერეც არ უშვებენ?!?!?!?!
როდის იყო ბარაელონას სარჩელს უკმაყოფილებდნენ არც მქონდა იმიდე რო დააკმაყოდილებდნენ
დიდი დანაკლისია კუმანი, ეს რო არ გვეყოლება მოედანზე. მიკროფოონიც გაუთიშონ იქნებ რო ასისტენტებს ათასი დებილობა არ ჩაჩურჩულოს მაინც