workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა კადისის წინააღმდეგ Sport-ის ვერსიით

ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა კადისის წინააღმდეგ Sport-ის ვერსიით

ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე ლა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში “ბარსელონა” “კადისს” დაუპირისპირდება. Sport ამ შეხვედრისთვის კატალონიური კლუბის სავარაუდო შემადგენლობას გვთავაზობს, რომელიც ასე გამოიყურება:

(4-3-3) – ტერ შტეგენი; მინგესა, არაუხო, პიკე, დესტი; რობერტო, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი; კოუტინიო, ლ. დე იონგი, მემფისი 

გამოცემა ალტერნატიულ ვარიანტსაც გვთავაზობთ, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ნახევარდაცვაში სერჟი რობერტოს ადგილი გავიმ დაიკავოს, შეტევაში კი გამოკვეთილი თავდამსხმელები ლუკ დე იონგი და მემფისი იყვნენ, ხოლო კოუტინიომ მათ უკან, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე იმოქმედოს. ამ შემთხვევაში, გუნდი (4-3-1-2) ფორმაციით ითამაშებს. ასევე, შესაძლოა, კოუტინიო შემადგენლობაში საერთოდ ვერ მოხვდეს და შეტევაში დე იონგსა და მემფიის მხარი იუსუფ დემირმა აუბას. ამ ვარიანტების მიუხედავად, Sport ყველაზე რეალურად ზემოთ დასახელებულ თერთმეტეულს განიხილავს.

ხვალინდელი შეხვედრა, შესაძლოა, რონალდ კუმანისთვის “ბარსელონას” თავკაცის პოსტზე უკანასკნელი აღმოჩნდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 23 სექ 2021, 10:18

    მოკლედ მეორე სეზონია ეს კაცი ბარსას მწვრთნელია და გუნდს ერთი გამოკვეთილი წყობა ვერ შეურჩია.

  • Adrian
    schedule 23 სექ 2021, 01:28

    ბუსკე ჩემთვის სკამის კაცია

  • M10 S9 D11
    schedule 23 სექ 2021, 00:34

    ეკ შემადგნელობა უნდა დააყენოს ოღონდ 4-4-2 სქემით

  • Bakero
    schedule 22 სექ 2021, 23:27

    ციტატა: Don_Andresito
    გავი ძირითადში. კოუ 0 ია, მინუს ქ კაცი, ვერც უკანა ხაზს ეხმარება, ვერც წინა ხაზს ვერც ურტყამს. ბუსი -2 კაცი, ნელი, უაზრო პასებით. ნიკოს და გავის გავაძირითადებდი მთელი წელი. მეორე წელს 2 კაი ნახევარმცვტლი გვეყოლებოდა. მორჩა ბუსკეცების და ალბების დრო


    1 000 000% ზუსტად ეგრე ვფიქრობ ! ცენტრი : დე იონგი , ნიკო , გავი …..ბუსკეტსი როცა მოედანზეა უკვე -2 კაცია ცენტრში ! დე იონგმა უნდა ფაროს მერე მაგის ზოზინი კოუტინიო რომ კიდევ განიხილება ეგ საერთოდ კატასტროფაა

  • Don_Andresito
    schedule 22 სექ 2021, 22:59

    გავი ძირითადში. კოუ 0 ია, მინუს ქ კაცი, ვერც უკანა ხაზს ეხმარება, ვერც წინა ხაზს ვერც ურტყამს. ბუსი -2 კაცი, ნელი, უაზრო პასებით. ნიკოს და გავის გავაძირითადებდი მთელი წელი. მეორე წელს 2 კაი ნახევარმცვტლი გვეყოლებოდა. მორჩა ბუსკეცების და ალბების დრო

  • me da barca
    schedule 22 სექ 2021, 21:51

    მიდი კუმან მიაწექი, მე მჯერა შენი, უძლიერესი ხარ.
    და უცებ გამომეღვიძა.
    უფ, კიდევ კაი გამომეღვიძა და ეს კოშმარული სიზმარი არ გაგრძელდა.😲

    დარწმუნებული ვარ კუმანის ახირებაა დე იონგის მოთრევა, თორემ ლაპორტას არც კი ეცოდინებოდა ესეთი ფეხბურთელი თუ იყო. გაავსო ტიპმა ბარსა ნიდერლანდელებით. ამ ნეპოტიზმს ბოლო მოეღება კუმანთან ერთად. სუარესი გააგდეს და ეს ხეპრე მოიყვანეს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 სექ 2021, 21:34

    ჭკუას ვერ სწავლობენ რა. გუნდში გვყავს ახლა 2 შენელებული კადრი ეთი ბუსკეცი და მეორე ლუკ ხე იონგი. შეტევაში დემირი მირჩევნია დააყენონ რაღას სისწრაფე ტექნიკა და დარტყვას აქვს ამისგან განსხვავებით…პლიუს კოუ და ფრენკი თავიანთ პოზიციებზე უნდა იყვნენ და ეს დესტიც არ უქნია ღმერთს მაგრამ სხვა ვარიანტი არ არის სამწუხაროდ😒😒

  • rivaldo80
    schedule 22 სექ 2021, 21:07

    და რატო დემირი უფრო მეტს მოუტანს ვიდრე ის სტოლბაა კაციი