ცოტა ხნის წინ, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს ტრადიციული წინასამატჩო პრესკონფერენცია უნდა გაემართა, თუმცა ნიდერლანდელმა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა და, სანაცვლოდ, განცხადება გააკეთა, რომელშიც კლუბში არსებულ მდგომარეობაზე, კრიზისიდან გამოსავალსა და მიმდინარე სეზონის მოლოდენბზე ისაუბრა.
Sport წერს, რომ კუმანის ამ ქმედებას ჟოან ლაპორტა დაუოყნვებლივ არ უპასუხებს. კლუბს სურს, “კადისთან” გასამართ შეხვედრამდე სიმშვიდე შეინარჩუნოს.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელმა კლუბს აცნობა, რომ განცხადების გაკეთება სურდა, რაზეც ხელმძღვანელობის წევრებმა უპასუხეს, რომ სჯობდა, ეს არ ექნა და ჟურნალისტების შეკითხვებზე ეპასუხა, თუმცა კუმანმა დაიჟინა, რომ, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, უკეთესი იყო, საკუთარი სიტყვებით გადმოეცა, თუ რას გრძნობდა.
Sport-ის ცნობით, ფეხბურთელებმა კუმანის განზრახვის შესახებ იცოდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მწვრთნელის აზრს იზიარებდნენ. ასე რომ, 58 წლის სპეციალისტის გადაწყვეტილება ცალმხრივი იყო.




რომელი მსნ, ნეიმარი ფულს გაეკიდა, სუარესი როგოც მოვიდა მაშინვე გააგდო და ლუკ დეიონგით აღფრთოვანდა, ლალიგა ძალით წააგო, გრანადებთან და კადისებთან ქულების კარგვით, რეალს ვერცერთი კლასიკო ვერ მოუგო, კუმანი არ არის მწვრთნელი, ან შეეშვას უნდა ამ საქმეს ან დაბალი დონის ლიგაში იმუშაოს თუნდაც ჰოლანდიაში
წავიდა პრესის მეშვეობით საუბარი. ეს განქორწინებას ნიშნავს. თუ ოჯახი სიყვარულით არ იქმნება, ინგრევა. არანაირი გარიგება. კუმანი ბარსას ჩმორთომეუმ გაურიგა, სიყვარულიც ცალმხრივი იყო, ბარსას არ უყვარდა. ორმხრივია ჩავი-ბარსა.
გრიზმანის იჯარა თავის ხელფასიანად 25 მილიონზე მეტი უჯდებათ, მატჩების 50% თუ ითამაშა სავალდებულო ხდება გამოსყიდვა. თუ არ ათამაშებენ და ზამენაზე ეყოლებათ მაშინ რა აზრი აქვს 25 მილიონის ტყუილად გაფლანგვას. გამოისყიდიან მაგაში დარწმუნებული ვარ.
მიხარია თუკი კლუბი არ იზიარებს ამას, თორე გასკდა გული
ცოტა არ იყოს და მეცოდება ადამიანურად.. ადრე ამბობოდა ბარსას გაწვრთნა ჩემი ოცნებააო და როგორ დროს მოუწია თავისი საყვარელო გუნდის გაწვრთნა 🥺 ენრიკეს მერე ეს რო დაენიშნა გუნდის გამფარჩაკებელ აჩკარიკას, პრაიმ მსნ-ის პირობებში ვინ იცის ეგებ მეორე ტრიპლეტზე გამოგვეკრა ხელი 2015-ის მერე 😒
ვერ გავიგე რა ხდება ვაბშე ??? ლაპორტას არ ეუბნება რას აპირეებს? რა საწყალია ეს კაცი რაა ((((
გრიზმანი ისეთ ფარჩაკ ფორმაშია ასე თუ გააგრძელა ატლე არ გამოისყიდის.
თვითონ ითხირს ეს საწყალი მიწას
ანუ, ზურგში ჩარტყმა იყო ეს ლაპორტასთვის კუმანის მხრიდან?